კალათბურთი

21:44 | 5.11.2016 | ნანახია 0 - ჯერ

დიქსონის აეკ-მა ლიდერობა შეინარჩუნა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ნატურალიზირებული ამერიკელი მოთამაშის მაიკლ დიქსონის აეკ-მა საბერძნეთის ჩემპიონატში "რეტიმნო" 80:62 დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა. ათენელებმა ხუთიდან ხუთივე მატჩი მოიგეს და ერთპიროვნული ლიდერები არიან.

დიქსონმა აღნიშნულ მატჩში 26:25 წუთი ითამაშა და ამ ხნის განმავლობაში 11 ქულა, 4 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. მაიკლის მარგი ქმედების კოეფიციენტი 17 გახლდათ და ამ მაჩვენებლით მხოლოდ მილან მილოშევიჩს (19) ჩამორჩა.

აეკ-ი მომდევნო მატჩს 12 ნოემბერს საბერძნეთის ჩემპიონატში გამართავს მეორეადგილოსან პაოკ-თან, რომელსაც მხოლოდ ერთი წაგება გააჩნია. მანამდე კი 8 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში ბერძნები "სასარის" დაუპირისპირდებიან.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.065724