მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა "ლეგანესთან" გასამართ ლა ლიგის მე-11 ტურის მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია "სამეფო კლუბის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ბენზემამ ფეხის დაზიანება "ლეგიასთან" ფრედ 3:3 დასრულებულ შეხვედრაში მიიღო.
ზინედინ ზიდანმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი მატჩისთვის 19-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. მოედანზე გასვლის შანსი შემდეგ ფეხბურთელებს შეეძლებათ: ნავასი, კასილია, იანესი, კარვახალი, ვარანი, ნაჩო, მარსელო, კოენტრაუ, დანილო, კროოსი, ხამესი, კოვაჩიჩი, მოდრიჩი, ასენსიო, ისკო, რონალდუ, ბეილი, ვასკესი, მორატა.
"რეალის" და "ლეგანესის" დაპირისპირება "სანტიაგო ბერნაბეუზე" 6 ნოემბერს თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.