ფეხბურთი

20:26 | 5.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგმა ცორკის შედეგი გაიმეორა

გაბონის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი 1988 წლის შემდეგ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც "დორტმუნდის" მაისურით ბუნდესლიგაში პოკერი შეასრულა.

"ბორუსიამ" მე-10 ტურში "ჰამბურგი" სტუმრად 5:2 დაამარცხა და აფრიკელმა მოთამაშემ ოთხი გოლის გატანა 48 წუთში შეძლო. 1988 წელს მსგავსი შედეგი კლუბის ამჟამინდელ სპორტულ დირექტორს მიხაელ ცორკს ჰქონდა.

0.114293