ფეხბურთი

13:21 | 5.11.2016 | ნანახია 1990 - ჯერ

ანანიძე “სპარტაკის” ვარჯიშზე დაშავდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურის მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს.

გამოცემა “სპორტ-ექსპრესი” “სპარტაკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ლეონიდ ტრახტენბერგის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქართველმა ფეხბურთელმა პარასკევს გამართულ ვარჯიშზე თეძოს კუნთი დაიზიანა და “ტომთან” დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. რამდენად მძიმეა ტრავმა და როდის დაუბრუნდება მოედანს ანანიძე ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ჯანო მოლდოვასთან 12 ნოემბერს გასამართი მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:41 | 05.11.2016
kasho_82 (7249)

ნეტა რამდენად სერიოზულია

0.125686