თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ევროლიგის მორიგ ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ვიტორიელები ბელგრადში „ცრვენა ზვეზდას“ შეხვდნენ და ანგარიშით 70:63 დაამარცხეს.
ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში არ ითამაშა, თუმცა მოედანზე 23:29 წუთი გაატარა და 6 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. თორნიკემ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
სტუმართა რიგებში საუკეთესონი ამერიკელი შეინ ლარკინი და ფრანგი როდრიგ ბობუა იყვნენ, რომელთაც 16-16 ქულა ჩააგდეს.
„ბასკონიაში“ დებიუტი ჰქონდა ამერიკელ ფორვარდ ჩეის ბადინჯერს და ფრანგ როდრიგ ბობუას. ეს უკანასკნელი საფრანგეთის ნაკრების წევრია და უკანახაზელია, ბადინჯერი კი, რომელმაც 16 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა, აქამდე სულ ნბა-ში აქვს ნათამაშები ფორვარდის პოზიციაზე.
3 მოგებითა და 2 მარცხით 16-გუნდიან ევროლიგაში „ბასკონია“ მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ვიტორიელები 11 ნოემბერს, შინ თურქულ „ფენერბაჰჩესთან“ გამართავენ.
gbf.ge