ფეხბურთი

10:30 | 5.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალუმ „გლადბახი“ დაამარცხა (+VIDEO)

„ჰერტას“ კოტ’დივუარელმა ფორვარდმა სალომონ კალუმ „გლადბახს“ სამი გოლი გაუტანა და საკუთარ გუნდს 3:0 მოაგებინა. ბერლინელებმა 52-ათასამდე მაყურებელი პირველად მე-18 წუთზე გაახარეს, ხოლო 33-ე წუთზე აფრიკელმა დუბლი შეასრულა. მალევე სტუმრები მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ და მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. კალუმ შესვლის წინ ერთი გოლიც გაიტანა „ჰერტა“ მინიმუმ ერთი დღით სამეულში შევიდა.

ჰერტა - გლადბახი 3:0

ბერლინი. “ოლიმპიაშტადიონი”. 51 934 მაყურებელი

ჰერტა: იარშტეინი, პეკარიკი, ვეიზერი, ბრუკსი, მიტელშტედი, შტარკი, ჰარაგუჩი (შიბერი 71), ლუსტენბერგერი (ალანი 56), შელბრედი, იბიშევიჩი, კალუ (კურტი 86).

მწვრთნელი: დარდაი

გლადბახი: ზომერი, ვენდტი, კორბი, ელვედი, ვესტერგორი, ჰერმანი (ჯონსონი 33), ჰოფმანი (აზარი 85), შტრობლი (კორბი 46), კრამერი, რაფაელი, შტინდლი.

მწვრთნელი: შუბერტი

გოლები: 1:0 კალუ (18), 2:0 კალუ (33), 3:0 კალუ (84)

გაფრთხილება: შტარკი (45+1), მიტელშტედი (64) - კრამერი (8, 39), ვენდტი (29), შტრობლი (43)

გაძევება: კრამერი (39)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (6) - 11 (2) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 4:1 თამაშგარე: 2:0

0.117567