ფეხბურთი

15:15 | 4.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე ამისულაშვილი "დინამოს" დაემშვიდობა

"დინამო თბილისის" კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა, ქუთაისის "ტორპედოსთან" გამართულ შეხვედრაში ბოლოჯერ მოირგო საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მაისური. როგორც თბილისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, დღეს ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის ბაზაზე, ამისულაშვილი თანაგუნდელებს დაემშვიდობა.

"დინამოს" პრეზიდენტის რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ, ფეხბურთელს კლუბის სახელით მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ამიერიდან, დინამოელებს გოლკიპერი ნუკრი რევიშვილი უკაპიტნებს.

ალექსანდრე ამისულაშვილმა "დინამოს" ფორმა პირველად 2001 წელს მოირგო. სულ კი ეროვნულ ჩემპიონატში თბილისელთა აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა 120 მატჩი ჩაატარა და 13- ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.

0.112799