“სან ანტონიო სპურსის” ფრანგი გამთამაშებელი ტონი პარკერი ტრავმირებულია, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. ტონის მუხლის ტრავმა აწუხებს, რის გამოც “იუტასთან” გუნდს ვერ დაეხმარება.
“იუტა” – “სან ანტონიოს” შეხვედრა 5 ნოემბერს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “სან ანტონიო” შინ “იუტასთან მოულოდნელად 91:106 დამარცხდა.