პარიზის მასტერსის 1/8-ფინალში ბრიტანელმა ენდი მარეიმ ფრანგი ლუკას პუილე 6:3, 6:0 გაანადგურა. ამ სეზონში ენდიმ 71-ე შეხვედრა მოიგო, რითაც თავისივე შარშანდელი პირადი რეკორდი გაიმეორა. მარეის ამ დროისთვის 17 ზედიზედ მოგებული შეხვედრა დაუგროვდა, ენდი მართლაც კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. ბრიტანელს ამ სეზონში 71 მოგება და 9 წაგება აქვს და სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირია დარჩენილი.
რაც შეეხება პარიზის მასტერსის 1/4-ფინალს, მარეი ჩეხ ტომაშ ბერდიხს შეხვდება, მატჩი 4 ნოემბერს თბილისის დროით 22:30 საათზეა ჩანიშნული.