კალათბურთი

12:27 | 4.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“კავალერია” უდანაკარგოდ წინ მიიწევს

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.

“კლივლენდმა” შინ “ბოსტონი” 128:122 დაამარცხა. “კავალერია” მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც გუნდს 30 ქულა, 12 პასი და 7 მოხსნა გააკეთა. “კლივლენდს” 5-დან ხუთი მოგება აქვს, რაც კლუბის ისტორიაში 1976-77 წლების სეზონის შემდეგ საუკეთესო შედეგია. “კლივლენდი” აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება.

”მინესოტა” შინ “დენვერთან” 99:102 დამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე “ტიმბერვულვზის” ცენტრი კარლ ენტონი თაუნსი გახლდათ, რომელმაც გუნდს 32 ქულა და 14 მოხსნა შესძინა, თუმცა ცენტრის ასეთმა კარგმა თამაშმა გუნდს გამარჯვება მაინც ვერ მოუტანა. “დენვერმა გუნდური კალათბურთის ხარჯზე იმარჯვა. ხუთმა კალათბურთელმა 12 და მეტი ქულა ჩააგდო, მათშორის 19 ქულით ჩენდლერი გამოირჩა.

“ორლანდო” – “საკრამენტო” 102:94 (23:29, 33:21, 28:28, 18:16)

https://www.youtube.com/watch?v=-aD5iVeAGVI

“კლივლენდი” – “ბოსტონი” 128:122 (36:25, 32:26, 32:32, 28:39)

https://www.youtube.com/watch?v=GW55Ej9vl2c

“მილოუკი” – “ინდიანა” 125:107 (29:30, 34:27, 27:22, 35:28)

https://www.youtube.com/watch?v=VabfyPfwh8I

“მინესოტა” – “დენვერი” 99:102 (37:25, 24:30, 14:33, 24:14)

https://www.youtube.com/watch?v=E_ZoM4SDtrc

“გოლდენ სტეიტი” – “ოკლაჰომა” 122:96 (31:32, 37:11, 30:27, 24:26)

https://www.youtube.com/watch?v=33VR4vd0ql0


0.116557