ფრანგი მცველი მამადუ სახო, დიდი ალბათობით „ლივერპულს“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დატოვებს.
ყოველ შემთხვევაში, France Football-ი ირწმუნება, რომ ეს საკითხი 99,9%-ით გადაწყვეტილია.
26 წლის ფეხბურთელს სეზონთაშორის შესვენებისას გუნდის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპთან უთანხმოება მოუვიდა. გერმანელმა სპეციალისტმა ფრანგს საქმისადმი დამოკიდებულება დაუწუნა და შეკრებიდან სახლში გაუშვა.
ზაფხულში სახოს შეძენას „სტოკ სიტი“ ფიქრობდა, ხოლო სექტემბერში „ლილი“, მაგრამ ეს გუნდები თავად ფეხბურთელმა იუარა. შედეგად, მიმდინარე სეზონში მამადუს პირველ გუნდში არ უთამაშია. მას „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.