ისტორია

9:54 | 4.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

4 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1904 - დაიბადა ანდრო ჟორდანია. ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. განსაკუთრებულ წარმატებას სამწვრთნელო ასპარეზზე მიაღწია. მისი ხელმძღვანელობით თბილისის “დინამომ” სამჯერ მოიპოვა საკავშირო პირველობის ბრინჯაოს მედლები, ორჯერ იასპარეზა თასის ფინალში. აღზარდა ბრწყინვალე ფეხბურთელთა პლეადა. მინიჭებული აქვს საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის წოდება. “დინამოს” სათავეში 1945, 1946-47, 1955, 1959-61 წლებში ედგა. წვრთნიდა თბილისის “სპარტაკს” (გუნდი უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა), ქუთაისის “ლოკომოტივს” და “ტორპედოს”, თბილისის “ლოკომოტივს”, ტყიბულის “მეშახტეს”. მოთამაშეობისას ასპარეზობდა თბილისის თსუ-სა და “დინამოში”, დნეპროპეტროვსკის “დინამოში”, ივანოვოს “დინამოსა” და “სპარტაკში”. მინიჭებული აქვს სპორტის დამსახურებული ოსტატის ტიტული.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1889 - აშშ-ში დაარსდა ბეისბოლისტთა ლიგა, რომელიც ეროვნულ ლიგას გამოეყო და დამოუკიდებლად დაიწყო ფუნქციონირება.

1904 - პირველად აშენდა სპეციალურად ამერიკული ფეხბურთისთვის განკუთვნილი სტადიონი (“ჰარვარდ სთედიუმი”).

1924 - აშშ-ის კალიფორნიის შტატში პროფესიული კრივი დააკანონეს. სპორტის ეს სახეობა კალიფორნიაში 1914 წელს აიკრძალა.

1939 - საერთშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, 1940 წლის ოლიმპიადის მასპინძლობა ჰელსინკს მიანიჭეს. ოლიმპიადა მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარდა.

1951 - ინგლისური საფეხბურთო კლუბის “შეფილდ უენსდეის” სასეზონო დებიუტანტმა დერეკ დულმა, “ნოთს ქაუნთის” 5 გოლი გაუტანა.

1951 - თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში პოლონეთში, ზაბჟეს “გურნიკს” 4:0 მოუგო. გოლები ვარდიმიადიმ (2), კ. გაგნიძემ და ჭკუასელმა გაიტანეს. “დინამო”: მარღანია, ელოშვილი, ძიაპშიპა, სარჯველაძე, პანიუკოვი, ანთაძე, ჭკუასელი, გაგნიძე, ვარდიმიადი, ღოღობერიძე, ჯოჯუა. გუნდს მიხაილ იაკუშინი წვრთნიდა.

1972 - ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩში “ლოს ანჯელეს კინგზმა” “ნიუ იორკ აილენდერზს” 45 წამის განმავლობაში, სამი შაიბა გაუტანა.

1978 - “ნიუ იორკ აილენდერზმა” ჰოკეის ეროვნულ ლიგაში, ზედიზედ მეთხუთმეტე წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა.

1981 - თასების მფლობელთა თასის გათამაშების მოქმედმა მფლობელმა, თბილისის “დინამომ” ამავე ტურნირის მერვედფინალის განმეორებით მატჩში, საფრანგეთის “ბასტიას” 3:1 მოუგო (პირველი შეხვედრა კორსიკაზე 1:1 დასრულდა) და მეოთხედფინალში გავიდა. ქართველთაგან გოლები რამაზ შენგელიამ (2) და თენგიზ სულაქველიძემ გაიტანეს, “ბასტიას” ერთადერთი საპასუხო გოლი კი, გუნდის კამერუნელმა ფორვარდმა როჟე მილამ გაიტანა. “დინამო”: გაბელია, ხიზანიშვილი, ჩივაძე (ჟვანია, ჩელებაძე), ხინჩაგაშვილი, მუჯირი, დარასელია, სვანაძე, სულაქველიძე, გუცაევი, კაკილაშვილი, შენგელია. გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1983 - ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ვაშინგტონ კეპიტალზმა” პირველად მოიპოვა გამარჯვება ოვერტაიმში. მან “ვანკუვერ კანაკსი” 5:4 დაამარცხა.

1987 - თბილისის “დინამომ” უეფას თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალის განმეორებით მატჩში, ბუქარესტის “ვიქტორიასთან” 0:0 ითამაშა (პირველი შეხვედრა რუმინეთში ქართველებმა 2:1 მოიგეს) და ტურნირის მომდევნო ეტაპზე გავიდა. “დინამო”: გაბელია, კეტაშვილი, ჩივაძე, ჭედია, არზიანი, რევიშვილი, ცვეიბა, სულაქველიძე, კორღალიძე (აჯოევი), გურული (ფანცულაია), შენგელია. გუნდს გერმან ზონინი წვრთნიდა.

1987 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ NBA-ს 1988 წლიდან “შარლოტი” და “მაიამი”, ხოლო 1989-დან “მინეაპოლისი” და “ორლანდო” დაემატებოდნენ.

1988 - შარლოტის “კოლიზეუმში” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი შეხვედრა ჩატარდა. “ჰორნეთსი” “კლივლენდ კავალიერსთან” 93:133 დამარცხდა.

1989 - “ორლანდო არენაზე” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი მატჩი ჩატარდა. ადგილობრივმა “მეჯიკმა” “ნიუ ჯერსი ნეთსთან” 106:111 წააგო.

1990 - ქალთა შორის ნიუ იორკის მეოცე მარათონული გარბენი ვანდა პანფილმა მოიგო (2:30.45).

1990 - მამაკაცთა შორის ნიუ იორკის ოცდამეერთე მარათონული გარბენი დუგლას ვაკიჰიუსიმ მოიგო (2:12.39).

1995 - სიეტლის “ქი არენაზე” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი მატჩი ჩატარდა. ადგილობრივმა “სუპერსონიკსმა” “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” 103:89 მოუგო.

2004 - თბილისის “დინამომ” უეფას თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის პირველი გასვლითი შეხვედრა ჩაატარა. ნიუკასლის “სენტ ჯეიმს პარკზე”, გია გეგუჩაძის მიერ გაწვრთნილ გუნდს “ნიუკასლ იუნაიტედმა”, ჰოლანდიელი პატრიკ კლუივერტის ორი გოლის წყალობით, 2:0 სძლია.

2008 - არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობას დიეგო მარადონა შეუდგა, რომელმაც გუნდის კაპიტნად ხავიერ მასკერანო დანიშნა.

2012 - “ლივერპულის” კაპიტანმა, სტივი ჯერარდმა თავის მე-600 მატჩი ჩაატარა საყვარელი გუნდის შემადგენლობაში.

ამ დღეს დაიბადნენ

1904 - ანდრო ჟორდანია. ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. განსაკუთრებულ წარმატებას სამწვრთნელო ასპარეზზე მიაღწია. მისი ხელმძღვანელობით თბილისის “დინამომ” სამჯერ მოიპოვა საკავშირო პირველობის ბრინჯაოს მედლები, ორჯერ იასპარეზა თასის ფინალში. აღზარდა ბრწყინვალე ფეხბურთელთა პლეადა. მინიჭებული აქვს საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის წოდება. “დინამოს” სათავეში 1945, 1946-47, 1955, 1959-61 წლებში ედგა. წვრთნიდა თბილისის “სპარტაკს” (გუნდი უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა), ქუთაისის “ლოკომოტივს” და “ტორპედოს”, თბილისის “ლოკომოტივს”, ტყიბულის “მეშახტეს”. მოთამაშეობისას ასპარეზობდა თბილისის თსუ-სა და “დინამოში”, დნეპროპეტროვსკის “დინამოში”, ივანოვოს “დინამოსა” და “სპარტაკში”. მინიჭებული აქვს სპორტის დამსახურებული ოსტატის ტიტული.

1933 - მილდრედ მაკდენიელი. ამერიკელი მძლეოსანი. სიმაღლეზე ხტომაში 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1947 - ალექსეი ულანოვი. საბჭოთა ციგურებით ფიგურული მოსრიალე. წყვილთა თანრიგში, 1972 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1976 წლის ზამთრის თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი. მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი.

1947 - ალექსანდრ ტკაჩოვი. საბჭოთა ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში 1980 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1963 - ორასიო ელისონდო. არგენტინელი საფეხბურთო არბიტრი. ერთადერთი მსაჯი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნისა და ფინალური შეხვედრა იმსაჯა. ეს გერმანიის 2006 წლის მუნდიალზე მოხდა. ელისონდომ ინგლისისა და პორტუგალიის მეოთხედფინალიც იმსაჯა და უეინ რუნი მინდვრიდან გააძევა. ფინალში კი ელისონდომ წითელი ბარათი ზინედინ ზიდანს უჩვენა.

1967 - ალექს რუსო. ფრანგული წარმოშობის ამერიკელი ფრენბურთელი. 1992 და 1996 წლების ოლიმპიადების პრიზიორი.

1970 - კორი შვაბი. ჰოკეის ეროვნული ლიგის გუნდის “ნიუ ჯერსი დევილზის” გოლკიპერი.

1971 - ჯონ რილი. ავსტრალიის საკალათბურთო ნაკრების მსროლელი (195 სმ). 2004 წლის ოლიმპიადის მონაწილე.

1972 - ლუიშ ფიგუ (ლუიშ ფილიპე მადეირა კაეირო ფიგუ). პორტუგალიის ეროვნული ნაკრების, ლისაბონის “სპორტინგის” (1989-1995, 137 მატჩი, (16 გოლი), “ბარსელონას” (1995-2000, 172 მატჩი, 30 გოლი), მადრიდის “რეალისა” (2000-2005, 165 მატჩი, 36 გოლი) და მილანის “ინტერის” (2005-09, 105 მატჩი, 9 გოლი) ნახევარმცველი. “ბარსელონასთან” ერთად ფიგუმ ესპანეთის ლა ლიგა (1998, 1999) სამეფო თასი (1997, 1998) და სუპერთასი (1996), აგრეთვე თასების მფლობელთა თასი (1997) და უეფას სუპერთასი (1997) მოიგო. მადრიდის ”რეალის” შემადგენლობაში ფიგუმ 2002 წელს ჩემპიონთა ლიგა, საკონტინენტთაშორისო თასი და სუპერთასი მოიგო, ასევე “სამეფო კლუბის” მაისურით პორტუგალიელი ნახევარმცველი ორჯერ გახდა ლა ლიგას გამარჯვებული და სამეფო თასის მფლობელი (2001, 2003). მილანის “ინტერის” შემადგენლობაში ფიგუ ოთხჯერ დაეუფლა სერია A-ს გამარჯვებულის ტიტულს (2006, 2007, 2008, 2009), ერთხელ იტალიის თასს (2006) და სამჯერაც სუპერთასს (2005, 2006, 2008). პორტუგალიის ნაკრების რიგებში 1991-2006 წლებში ასპარეზობდა, ჩაატარა 127 მატჩი, გაიტანა 33 გოლი. 2006 წლის მუნდიალის მეოთხეადგილოსანია, 2004 წელს კი ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ევროპის პირველობაზე მეორე ადგილზე გავიდა. 1989 და 1991 წლებში მას პორტუგალიის 20 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრების რიგებში მსოფლიოს თასი აქვს მოგებული. “სპორტინგთან” ერთად კი, 1995 წელს ლუიშ ფიგუმ პორტუგალიის თასი დაისაკუთრა. ფიგუ 2001 წელს ფიფას ვერსიით პლანეტის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ხოლო ერთი წლით ადრე, “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვის შედეგად, ევროპის უძლიერეს ფეხბურთელად აღიარეს. პორტუგალიაში 1994 წელს “ოქროს ბურთის” მფლობელი გახდა.

1975 - ლორენცენ რაიტი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბის “მემფის გრიზლის” მეფარე (211 სმ).

1982 - ევგენი პლიუშჩენკო. რუსი ციგურებით ფიგურული მოსრიალე. 2001, 2003 და 2004 წლების მსოფლიოს ჩემპიონი. 2000, 2001, 2003 და 2005 წლების ევროპის ჩემპიონი. 2002 წლის ზამთრის ოლიპიადის პრიზიორი.

0.115889