ფეხბურთი

3:09 | 4.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: ოთხი 1/16 ფინალისტი, ქვილითაიას გოლი და ადურისის ბენეფისი

ევროპა ლიგის მე-4 ტურმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და 1/16 ფინალური ეტაპის საგზური ორი ტურით ადრე ოთხმა კლუბმა გაიფორმა: “აიაქსმა”, “ზენიტმა”, “შახტარმა” და “შალკემ”.

დაფიქსირდა ხმაურიანი სენსაციაც: “ვილიარეალმა” “ელ მადრიგალზე” “ოსმანლისპორისთან” წააგო. ნამდვილი ბენეფისი მოიწყო არიც ადურისმა, რომელმაც “გენკს” ხუთი (!) გოლი გაუტანა.

თუმცა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რასაკვირველია გიორგი ქვილითაიას გოლია. ქართველი ფორვარდი 61-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე და 90-ე წუთზე ახლო მანძილიდან ქულის მომტანი გოლი გაუტანა “სასუოლოს”.

A ჯგუფი

ძალიან დაიძაბა ვითარება A ჯგუფში, სადაც სამ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის დაახლოებით თანაბარი შანსი დარჩა.

სტამბულში გამართული შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოდგა და მაყურებელმა სამი ძალიან ლამაზი გოლი იხილა. მასპინძლებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და მე-2 წუთზე მუსა სოუმ მაკრატელა დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა. 59-ე წუთზე ჯერმეინ ლენსმა საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა და დავიდ დე ხეა გააშეშა, ხოლო 89-ე წუთზე ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებულმა უეინ რუნიმ შორი მანძილიდან შესანიშნავი გოლი შეაგდო – 2:1.

ოდესაში “ზორიამ” “ფეიენოორდი” მიიღო და ქულას გამორჩა. სტუმრები იორგენსენის გოლით იგებდნენ, თუმცა ტაიმის ბოლოს ჰოლანდიელების კარში პენალტი დაინიშნა და ბოტეგინმა მეორე გაფრთხილება მიიღო, რამაც “ფეიენოორდს” გეგმები გვარიანად აურია და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მასპინძელთა ქართველი ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია თადარიგში იყო.

ფენერბახჩე – მანჩესტერ იუნაიტედი 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 სოუ (2), 2:0 ლენსი (59), 2:1 რუნი (89)

ზორია – ფეიენოორდი 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 იორგენსენი (15), 1:1 ფორსტერი (44)
გაძევება: ბოტეგინი (44 ფ.)

B ჯგუფი

B ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ “აპოელი” გალიდერდა, რომელმაც სოტერიუს გოლით შინ “იანგ ბოიზს” სძლია. “ოლიმპიაკოსმა” კი, გასვლაზე “ასტანასთან” დაკარგა ორი ქულა.

ასტანა – ოლიმპიაკოსი 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 დესპოტოვიჩი (8), 1:1 სება (30)

აპოელი – იანგ ბოიზი 1:0 (0:0)

გოლი: სოტერიუ (69)
გაძევება: მბაბუ (67 ი.)

C ჯგუფი

მეოთხე ტურის შემდეგ ფლეი-ოფში გასვლის შანსები საბოლოოდ დაკარგა ნიკა კვეკვესკირის (84-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე) “გაბალამ”, რომელიც საკუთარ მოედანზე “სენტ ეტიენთან” დამარცხდა, ხოლო “მაინცმა” ამის შანსები მნიშვნელოვნად შეიმცირა. გერმანული გუნდი ბრიუსელში მაგრად შერცხვა: “ანდერლეხტთან” 1:6 განადგურდა.

გაბალა – სენტ ეტიენი 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 გურბანოვი (39), 1:1 ტანანე (45+1), 1:2 ბერიჩი (53)

ანდერლეხტი – მაინცი 6:1 (2:1)

გოლები: 1:0, 2:1 სტანკუ (9; 41), 1:1 დე ბლაზისი (15), 3:1 ტიელემანსი (62), 4:1, 6:1 ტეოდორჩიკი (89; 94 პენ.), 5:1 ბრუნო (92)

D ჯგუფი

1/16 ფინალური ეტაპის საგზური ოფიციალურად გაიფორმა “ზენიტმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე ჟულიანოს დუბლის წყალობით “დანდალკი” დაამარცხა. შოთა არველაძის “მაკაბმა” კი, “ალკმაარს” ქულა გაატანა ჰოლანდიაში.

ღოგორც აღინიშნა, “ზენიტი” შემდეგ ეტაპზეა, მეორე საგზურისთვის ბრძოლა კი, სამივე გუნდს შეუძლია და ამის გაკეთებას ბოლომდე ეცდებიან.

ზენიტი – დანდალკი 2:1 (1:0)

გოლები: 1:0, 2:1 ჟულიანო (42; 78), 1:1 ჰორგანი (52)

მაკაბი – ალკმაარი 0:0

E ჯგუფი

ფლეი-ოფის საგზურს მიუახლოვდა “რომა”, რომელმაც გასვლაზე “აუსტრიას” აჯობა. მარცხის მიუხედვად, ავსტრიული კლუბი მე-2 ადგილზე დარჩა, რადგან “ასტრასა” და “პლზენის” დაპირისპირება ფრედ დასრულდა. წინა ჯგუფის მსგავსად, აქაც ერთი ფავორიტია გამოკვეთილი, ხოლო მეორე ადგილზე გასვლა სამივე გუნდს შეუძლია.

აუსტრია – რომა 2:4 (1:2)

გოლები: 1:0 კაიოდე (2), 1:1, 1:3 ჯეკო (5; 65), 1:2 დე როსი (18), 1:4 ნაინგოლანი (78), 2:4 გრუნვალდი (89)

ასტრა – პლზენი 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 სტანი (19), 1:1 კრმენჩიკი (25)

F ჯგუფი

კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა არიც ადურისმა, რომელმაც “გენკს” 5 გოლი გაუტანა და თავის გუნდს 3 ქულა მოუპოვა. მართალია, 35 წლის ფორვარდმა სამი გოლი პენალტით გაიტანა, თუმცა მისი თამაში მაინც აღფრთოვანებას იმსახურებს.

ჯგუფის მეორე მატჩში კი, “სასუოლო” საკუთარ მოედანზე 86-ე წუთამდე “რაპიდს” ორბურთიანი სხვაობით ამარცხებდა, თუმცა ჯერ ჟელიჩმა გაათანაბრა, ხოლო 90-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ გაათანაბრა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულა შესძინა.

ოთხი ტურის შემდეგ ოთხივე გუნდს ფაქტობრივად თანაბარი შანსი აქვთ შემდეგ ეტაპზე გასვლის.

სასუოლო – რაპიდი 2:2 (2:0)

გოლები: 1:0 დეფრელი (34), 2:0 რაგუსა (45+3), 2:1 ჟელიჩი (86), 2:2 ქვილითაია (90)

ბილბაო – გენკი 5:3 (3:1)

გოლები: 1:0, 2:0, 3:1, 4:2, 5:3 ადურისი (8; 24 პენ; 44 პენ; 74; 94 პენ.), 2:1 ბაილი (28), 3:2 ნდიდი (51), 4:3 სუსიჩი (80)

G ჯგუფი

შემდეგი ეტაპის საგზური გაინაღდა “აიაქსმა”, რომელმაც ამსტერდამში “სელტა” დაამარცხა. მასპინძლები 79-ე წუთამდე 3:0-ს იგებდნენ, თუმცა დარჩენილ დროში იაგო ასპასმა და ჯონ გუიდეტმა ორი ბურთი გაქვითეს და ჰოლანდიელი ქომაგი ბოლომდე ანერვიულეს – 3:2.

მეორე მატჩში “სტანდარდმა” გასვლაზე “პანათინაიკოსი” გაანადგურა და “სელტასთან” ერთად, მეორე ადგილისთვის იბრძოლებს.

პანათინაიკოსი – სტანდარდი 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 სისე (62), 0:2, 0:3 ბელფოდილი (76; 93)
გაძევება: მ’პოკუ (77)

აიაქსი – სელტა 3:2 (1:0)

გოლები: 1:0 დოლბერგი (41), 2:0 ზიეჩი (68), 3:0 იუნესი (71), 3:1 გუიდეტი (79), 3:2 ასპასი (86)

H ჯგუფი

მეოთხე მატჩი მოიგო “შახტარმა” და ისიც ფლეი-ოფშია. დონბასურმა კლუბმა უხვგოლიან მატჩში გასვლაზე “გენტი” დაამარცხა, ხოლო “ბრაგამ” შინ “კონიასპორს” აჯობა. პორტუგალიელები და ბელგიელები მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ.

გენტი – შახტარი 3:5 (1:3)

გოლები: 1:0 კულიბალი (1), 1:1 მარლოსი (36 პენ.), 1:2 ტაისონი (41), 1:3 სტეფანენკო (45+3), 1:4 ფრედი (68), 2:4 პერბეტი (84), 2:5 ფერეირა (87), 3:5 მილიჩევიჩი (89)

ბრაგა – კონიასპორი 3:1 (2:1)

გოლები: 0:1 რანგელოვი (30), 1:1 ველაზკესი (34), 2:1 ედუარდო (45+1), 3:1 ჰორტა (97)
გაძევებები: მაურო (38 ბ.), სკუბიჩი (54 კ.)

I ჯგუფი

უდანაკარგოდ ასპარეზობს გელზენკირხენის “შალკეც” და ისიც შემდეგ ეტაპზეა. “ხუმარებმა” კაისარასა და ბენტალების გოლებით შინ “კრასნოდარს” სძლიეს. რუსული კლუბის მარცხით შეეძლო ესარგებლა “ნიცას” და სერიოზული პრეტენზია გამოეცხადებინა მეორე ადგილზე, თუმცა საკუთარ მოედანზე “ზალცბურგთან” დამარცხდა და “კრასნოდარი” ორივე კლუბზე 3 ქულით წინ დარჩა.

ნიცა – ზალცბურგი 0:2 (0:0)

გოლები: ჰუიანგ ჰი-ჩანი (72; 73)

შალკე – კრასნოდარი 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 კაისარა (25), 2:0 ბენტალები (28)

J ჯგუფი

“ფიორენტინამ” “ლიბერეცი” მეორე მატჩშიც იოლად დაჩაგრა და 1/16 ფინალის საგზურამდე სულ ცოტაღა აშორებს. მეორე მატჩში კი, პაოკმა “ყარაბახი” მიიღო და შინაც წააგო. აზერბაიჯანელებს შეცვლაზე შემოსულმა მიჩელმა მოაგებინა, რომელმაც 69-ე წუთზე შეძლო გატანა. ასე რომ, “ყარაბახმა” პაოკს ორივე შეხვედრა მოუგო (შინ 2:0). იმ პაოკს, რომელმაც მეოთხე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოს” ორი მატჩის ჯამში 5:0 მოუგო. აზერბაიჯანული კლუბი 3 ქულით უსწრებს ბერძნულ კლუბს და ძალზე ახლოა ფლეი-ოფში გასვლასთან.

პაოკი – ყარაბახი 0:1 (0:0)

გოლი: მიჩელი (69)

ფიორენტინა – ლიბერეცი 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ილიჩიჩი (30 პენ.), 2:0 კალინიჩი (43), 3:0 კრისტოფორო (73)

K ჯგუფი

უმწვრთნელოდ დარჩენილი “ინტერი” გასვლაზე “საუთჰემპტონთან” დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩენას მოაწერა ხელი. “ნერაძური” 33-ე წუთზე იკარდიმ დააწინაურა. “წმინდანებს” გათანაბრება ტაიმის ბოლოს შეეძლოთ, მაგრამ დუშან ტადიჩს სამირ ჰანდანოვიჩმა პენალტი აუღო.

ინგლისელებმა ყველაფერი 6-წუთიან მონაკვეთში გააკეთეს: 64-ე წუთზე ვირჯილ ვან დეიკმა გაათანაბრა, ხოლო 70-ე წუთზე ნაგამოტომ ავტოლი მიითვალა.

“სპარტამ” კი, პრაღაში “ბირ შევა” დაამარცხა და 1/16 ფინალის საგზურს მიუახლოვდა.

სპარტა – ბირ შევა 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ბიტონი (23 ს.კ.), 2:0 ლაფატა (38)

საუთჰემპტონი – ინტერი 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 იკარგი (33), 1:1 ვან დეიკი (64), 2:1 ნაგამოტო (70 ს.კ.)

ტადიჩმა 45+4 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

L ჯგუფი

ტურის ყველაზე დიდი სენსაცია “ელ მადრიგალზე” დაფიქსირდა, სადაც გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე “ვილიარეალი” “ოსმანლისპორისთან” 1:2 დამარცხდა და ლიდერობა თურქულ კლუბს დაუთმო. “ციურიხი” და “სტიაუა” კი, უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს.

ვილიარეალი – ოსმანლისპორი 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ვებო (8), 1:1 რ.ერნანდესი (48), 1:2 რუსესკუ (75)

ციურიხი – სტიაუა 0:0

0.222205