ფეხბურთი

22:23 | 3.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

შმეიხელმა ხელი მოიტეხა

ინგლისის მოქმედი ჩემპიონის "ლესტერ სიტის" მეკარემ კასპერ შმეიხელმა "კოპენჰაგენის" წინააღმდეგ გამართულ (0:0) ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში ხელი მოიტეხა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ტვიტერის გვერდმა გაავრცელა.

დანიის ეროვნული ნაკრების მეკარე Sky Sports-ის ინფორმაციით, 4-დან 6 კვირის განმავლობაში სარეაბილიტაციო პერიოდს გაივლის, მოედანზე შმეიხელის დაბრუნების ზუსტი თარიღი კი უცნობია. მიმდინარე სეზონში კასპერმა 13 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 13 გოლი და 7 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

0.127343