ხორვატმა მარინ ჩილიჩმა ლონდონში წლის შემაჯამებელ ტურნირზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა, აღნიშნულ ინფორმაციას ATP-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ჩილიჩმა ლონდონში თამაშის უფლება პარიზის მასტერსის 1/8-ფინალში დავიდ გოფინის 6:3, 7:6 დამარცხების შემდეგ მოიპოვა.
წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში გარანტირებული ნოვაკ ჯოკოვიჩს, ენდი მარეის, სტანისლას ვავრინკას, მილოშ რაონიჩს, გაელ მონფისს და კეი ნიშიკორის აქვთ. ვაკანტური ერთი ადგილიღაა.
ლონდონში წლის შემაჯამებელი ტურნირის 13-20 ნოემბერს გაიმართება.