რას გეტყვით ახალ ჩემო ბატონებო და იგინო იცით? ცხოვრება ისეთი რაცხაა, საიდან რა მოგვეხოშკაკალება და მოგეუცნაურება – ეგი არავინ იცის და რომც იცოდეს, მაინც ვერაფერს იზამს და პაწაზე თუ წეეპოტინები შეცვლა მჭირიაო – ე, მაშინ დეიწყება ყველაზე დიდი გველაძუობა - კაცი რომ ვერ წარმეიდგენს და მეიფიქრებს – იმფერი რაცხა...
აგერ ჯერ კიდევ გუშინ იყო, ირინია შეიკი კრიშტიანუ რონალდუსთან რომ იმასშობოდა და იყო ერთი ღლაბუცი და მკერდის დატოლება და ახლა კიდო დამდგარა ეს გადარეული დედაკაცი და იძახის, რატო ფეხი არ გამიხმა და მკერდი არ ჩამომადნა, იმ სასიკვტილე რონლდუიას რომ დავანახე რაც კაი მაქვს და იმფერი – ავ თვალს რომ არ დეენახებაო.
განა რამე და იგი? ვინ არ გაშორებია ცოლსა და ქმარს? აგერ, კაკიოია შაჰაბასოვიჩმა მესამე ცოლი ისთე მეიყვანა და გოუშვა, ვინ რომელი და მერამდენე იყო – მაგის გაგება გოუჭირდება კაცს, მაგრამ ყოფილ საყვარელზე რო ადამიანი გლახობას და საძაგლობას იტყვის, იმას არც ახალი ეყვარება და პირი ქვისკენ გვიქნია და შეიძლება სულაც არავინ უყვარდეს თავისი თავის გარდა. მაგნაირი ერთი სტალინი იყო და ქე თუხუხებს ახლა ლუციფერას ქვაბში. აპა!