ბრაზილიის 23 წლამდე ნაკრების წევრმა და "სანტოსის" საყრდენმა ნახევარმცველმა ტიაგო მაიამ განაცხადა, რომ მადრიდის "რეალში" ან "ბარსელონაში" თამაშს "პარი სენ ჟერმენის" მაისურით ასპარეზობა ურჩევნია. ოლიმპიური ჩემპიონისადმი ინტერესი რამდენიმე ევროპულმა გრანდმა გამოთქვა.
"ბევრ ფეხბურთელს "ბარსელონაში" ან მადრიდის "რეალში" თამაში უნდა, პირადად მე კი პსჟ მირჩევნია. კონტაქტი? ჯერ არავინ დამკავშირებია, თუმცა ვიმედოვნებ ერთ დღეს ესეც მოხდება. ამ გუნდში მეგობრები მყავს. მარკინიოსმა გუნდი აღმიწერა და ეტყობა, თუ რა ბედნიერია ფრანგულ გრანდში ყოფნით." - განუცხადა ESPN Brazil-ს სამხრეთამერიკელმა.
19 წლის მაიას "სანტოსის" მთავარ გუნდში 85 მატჩი აქვს ჩატარებული და ორი გოლი გაიტანა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონი ევროა.