საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციამ (FIDE) მის შემადგენლობაში მყოფ სპორტსმენთა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. რაღა თქმა უნდა, ჩვენთვის გამორჩეულ ინტერესს იწვევს ინფორმაცია, რომელიც ქართველ სპორტსმენებს ეხება.
დავიწყოთ ვაჟებით, ტოპ-შვიდასიანთა ჯგუფს დაუბრუნდა საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა, რომელსაც ამჟამად 2702 ქულა აქვს და საერთო ჩათვლაში 39 ადგილზე იმყოფება. სამწუხაროდ, ჯობავა საქართველოს ერთადერთი მოქალაქეა, რომელიც პირველ ასეულში იმყოფება. რაც შეეხება პირველ ათეულს, ის ასე გამოიყურება:
1.მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2853 ქულა)
2.ფაბიანო კარუანა (აშშ, 2823)
3.მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2811)
4.ვლადიმერ კრამნიკი (რუსეთი, 2810)
5.ლევონ არონიანი (სომხეთი, 2795)
6.უესლი სო (აშშ, 2794 )
7.ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2779)
8.ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2779)
9.სერგეი კარიაკინი(რუსეთი, 2772)
10.ჰარიკრიშნა (ინდოეთი, 2768)
იუნიორ ვაჟთა პირველ ასეულში საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავს.
მართალია, ქალთა პირველ ასეულში რამდენიმე წარმომადგენელი გვყავს, მაგრამ, სამწუხაროდ აღარავინაა პირველ ათეულში.
გთავაზობთ პირველ ასეულში მყოფ ქართველ მოჭადრაკეთა სიას:
მე-13-ე ადგილი - ნანა ძაგნიძე (2507 ქულა)
მე-16 - ნინო ბაციაშვილი (2489)
25-ე - ლელა ჯავახიშვილი(2461)
48-ე - ბელა ხოტენაშვილი(2426)
68-ე - ნინო ხურციძე (2395)
71-ე - სალომე მელია(2393)
85-ე - მერი არაბიძე(2379)
99-ე - სოფიკო გურამიშვილი(2370)
გთავაზობთ პირველ ათეულში მყოფ სპორტსმენთა სიას:
1.ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2635)
2.ვენჯუნ ჟუ (შინეთი, 2580)
3.ანა მუზიჩუკი(უკრაინა, 2561)
4.ჰამპი კონერუ(ინდოეთი, 2557)
5.ალექსანდრა კოსტენიუკი(რუსეთი, 2555)
6.ჰარიკა დრონოვალი(ინდოეთი, 2543)
7.ვიქტორია ჩმილიტე(ლიტვა, 2538)
8.მარია მუზიჩუკი(უკრაინა, 2532)
9.კატერინა ლაჰნო(რუსეთი, 2530)
10.ვალენტინა გუნინა(რუსეთი, 2525)
იუნიორ გოგონათა შორის, საქართველოს პირველ ასეულში ორი წარმომადგენელი ჰყავს. ესენი არიან: ნინო ხომერიკი(2337) და ნატო იმნაძე(2261), რომლებსაც შესაბამისად მე-18 და 42-ე ადგილები უკავიათ.