თამაშგარე

18:14 | 2.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ მსახიობობა იუარა

არგენტინელ ლეო მესის ფული და პოპულარობა რომ არ აკლია, ეს ბავშვმაც კი იცის და ამის მიუხედავად, ჩია სუპერმეგოლეზე ნამდვილად ვერავინ იტყვის, რომ პოპულარობა თავში აუვარდა და საკუთარი თავის გასაპიარებლად ყველაფერს იზამსო.

სწორედ ამიტომაც ნამეტნავად უცნაურია, რომ ასეთი ბუნებისა და ხასიათის კაცს ესპანელმა კინორეჟისორმა ფილმში თამაში შესთავაზა. ლეომ რა თქმა უნდა ამ წინადადებაზე მყისიერი უარი განაცხადა, მაგრამ საკუთრივ რეჟისორის მიდგომაა უცნაური. რატომ ეგონა, რომ ლეო მესი ამაზე თანხმობას იტყოდა?

ერთადერთს, ვისაც ლეო მესის ამ ერთობ ბუნებრივ გადაწყვეტილებაზე გული დასწყდა, ფეხბურთელის მეუღლე, ანტონელა რეკუზო იყო, რომელმაც განაცხადა, რომ ესმის ქმრის და ისიც იცის, რომ ფეხბურთელებს რთული და დაკავებული გრაფიკები აქვთ, მაგრამ სიამოვნებით ნახავდა თავის ქმარს მსახიობის ამპლუაში. ანტონელას სჯერა, რომ ლეო მესი გოლების გატანისა არ იყოს, სამსახიობო საქმიანობასაც წარმატებით გაართმევდა თავს.

0.126267