“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში “ბარსელონასთან” 3:1 მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“დიდებული მატჩი იყო. ოპონენტისგან ძალიან დიდ ზეწოლას ვგრძნობდით, რამდენიმე შეცდომა დავუშვით, მაგრამ თამაში შემოვაბრუნეთ. ჩვენ გამარჯვება დავიმსაურეთ, დიდებული შეხვედრა ჩავატარეთ” - განაცხადა დე ბრუინმა.