კალათბურთი

13:28 | 2.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

კოტე ტუღუში: “ბიელიჩმა გუნდის იმედი ვერ გაამართლა’’

კალათბურთში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "ქუთაისმა", გუნდის აწ უკვე ყოფილი წევრი, სერბი ცენტრალური თავდამსხმელი დეიან ბიელიჩი დაითხოვა და მის ნაცვლად კიდევ ერთი სამხრეთელი სლავი, ცენტრალური თავდამსხმელი დრაგან ტუბაკი დაიმატა.

გუნდში მომხდარ ცვლილებასთან დაკავშირებით კოტე ტუღუშს worldsport.ge ესაუბრა.

- რა გახდა გუნდიდან დეიან ბიელიჩის გაშვების მიზეზი?

- ბიელიჩმა კლუბის ხელმძღვანელობის იმედი ვერ გაამართლა და ჩვენი გზები ამიტომ გაიყარა.

- ტუბაკის შესახებ რას გვეტყვით?

- დრაგანი, რომლის სიმაღლეც 217 სანტიმეტრია, 29 წლის გამოცდილი კალათბურთელია. აქვს ორი ქვეყნის სერბეთისა და ბოსნია ჰერცეგოვინის მოქალაქეობა. ამჟამად ბოსნიაში ცხოვრობს.

- ბოლოს სად თამაშობდა?

- 2015-2016 წლების სეზონში მაკედონიის ,,ფენი ინდუსტრიში’’ გამოდიოდა, სადაც ახლა გიორგი შარაბიძე თამაშობს.

- აქამდე რატომ იყო უგუნდოდ?

- მუხლის ტრავმა ჰქონდა და ამიტომ დარჩა უგუნდოდ. ახლა თავს კარგად გრძნობს და სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

- „ქუთაისში’’ სხვა სიახლე ხომ არაფერია?

- სხვა სიახლე არაფერია. ვვარჯიშობთ და ვემზადებით მომავალი მატჩებისთვის.

0.113218