კალათბურთი

12:12 | 2.11.2016 | ნანახია 1908 - ჯერ

“სან ანტონიოს” მოულოდნელი მარცხი, “კავალერიამ” “ჰიუსტონს” აჯობა

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ცხრა შეხვედრა გაიმართა.

“სან ანტონიო” შინ მოულოდნელად “იუტა ჯაზთან” 91:106 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო მეოთხე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც “ჯაზმენებმა” 33:20 მოიგეს. “სან ანტონიოში” კავაი ლეონარდმა (30 ქულა) და ლამარკუს ოლდრიჯმა (21 ქულა) მოახერხეს ქულების გრაფაში ორნიშნა რიცხვის დაფიქსირება, დანარჩენებს, მხოლოდ ერთნიშნა მაჩვენებელი ჰქონდათ. ხოლო “იუტაში ოთხმა კალათბურთელმა შეძლო 14 და მეტი ქულის ჩაგდება, მათ შორის საუკეთესო გახლდათ ჯორჯ ჰილი 22 ქულით.

“კლივლენდმა” შინ “ჰიუსტონს” 128:120 აჯობა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “კავალერიამ” 43:36 მოიგო. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე “ჰიუსტონის” ლიდერი ჯეიმს ჰარდენი გახლდათ, რომელმაც გუნდს 41 ქულა, 15 პასი და 7 მოხსნა შესძინა, მაგრამ ჰარდენს თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს. “კავალიერსმა” კი გუნდური კალათბურთი ითამაშა, ექვს კალათბუერთელს 11 ან მეტი ქულა ჰქონდა ჩაგდებული, მათ შორის ყველაზე მეტი 32 ქულა კაირი ირვინგს. ლებრონ ჯეიმსის მონაგარი 19 ქულა, 13 მოხსნა და 8 პასია. “კავალიერსს” ოთხიდან ოთხი მოგება დაუგროვდა, რაც 2000-2001 წლების სეზონის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია.

“კლივლენდი” – “ჰიუსტონი” 128:120 (29:35, 34:24, 22:25, 43:36)

https://www.youtube.com/watch?v=-mZ9xHBZ9NA

“ინდიანა” - ლეიკერსი” 115:108 (27:18, 35:33, 22:28, 31:29)

https://www.youtube.com/watch?v=n7DBJNUMp5c

“ფილადელფია” – “ორლანდო” 101:103 (29:24, 28:19, 30:41, 14:19)

https://www.youtube.com/watch?v=jw_4VnuqH4I

“დეტროიტი” – “ნიუ იორკი” 102:89 (32:29, 32:26, 22:14, 16:10)

https://www.youtube.com/watch?v=dKF17kSz5BE

“მაიამი” – “საკრამენტო” 108:96 (28:26, 26:24, 19:17, 18:24, o.t. 17:5)

“მინესოტა” – “მემფისი” 116:80 (29:16, 33:20, 35:23, 19:21)

https://www.youtube.com/watch?v=uFnHHXgCmZM

“ნიუ ორლეანი” – “მილოუკი” 113:117 (32:29, 22:34, 32:21, 27:33)

https://www.youtube.com/watch?v=Y4go93KWsVY

“სან ანტონიო” – “იუტა” 91:106 (28:38, 22:16, 21:19, 20:33)

https://www.youtube.com/watch?v=8p3Vv3H3Zdo

“პორტლენდი” – “გოლდენ სტეიტი” 104:127 (25:34, 28:25, 20:41, 31:27)

https://www.youtube.com/watch?v=oprakdo83FE


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:07 | 02.11.2016
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კლივლენდი ჰიუსტონი დონე თამაში დაიდო ბრავო ჰარდენი ცოდოა ეს კაცი მარტო რა კაირიმაც ჩაატარა ლავიც მომწონს სან ანტონიოს მარცხს ვერ ჩავწვდი

14:12 | 02.11.2016
KoRBeN DaLLaS (24846)

дევისი, ლილარдი, ჰარдენი дა განსაკუთრებით ვესტბრუკი წალეკავენ ამ სეზონში ყველაფერს. სრული კარტ-ბლანში აქვთ სროლებზე. მაგრამ რაд გინдა? ერთი მერცხლის дა გაზაფხულის ამბავია მაგათი თავის გაგიჟება DDDDDDDDD

13:22 | 02.11.2016
BEERTRANCE (97819)

რამდენ ბილეთს გააფუჭებდა სან ანტონიო

13:20 | 02.11.2016
რაჭა (10043)

“კლივლენდი” – “ჰიუსტონი” კარგი თამაში იყო....

13:14 | 02.11.2016
temo11 (1791)

კლივლენდი წელსაც ძალიან ძლიერია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145988