კალათბურთი

10:31 | 2.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 5 ქულა, 6 მოხსნა და გამარჯვება პორტლენდში

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, “მეომრებმა” გასვლაზე “პორტლენდი 127:104 დაჯაბნეს.

ტრადიციულად, ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 19 წუთი დაჰყო. ამ დროში ფაჩულიამ გუნდს 5 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 3-დან ორი ორქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო სროლა გამოიყენა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “გოლდენ სტეიტი” პირველი პერიოდის ბოლოს წინ გავიდა და მას შემდეგ ლიდერობა აღარც დაუკარგავს. “ოქროს შტატელებიდან” 28 ქულით სტეფ კარი გამოირჩა. პორტლენდში ლილარდმა 31 ქულა ჩააგდო, მაგრამ კარისგან თანაგუნდელებისგან განსხვავებით, დემიენის პარტნიორები ბევრად ცუდად თამაშობდნენ.

“გოლდენ სტეიტი” 3 მოგებით და ერთი მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩში “მეომრები” 4 ნოემბერს შინ “ოკლაჰომას” დაუპირისპირდებიან, შეხვედრა თბილისის დროით 06:30 საათზე დაიწყება.

0.12397