ფეხბურთი

23:21 | 1.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

დე ბური: "ინტერში" დრო არ მეყო"

მილანის "ინტერის" აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა განაცხადა, რომ იტალიური გუნდის პროექტი დროს მოითხოვდა და ჰოლანდიელს მუშაობა არ დასცალდა. ფრანკი "ნერაძურის" ხელმძღვანელობამ დღეს დაითხოვა.

"ვწუხვარ, რადგან ყველაფერი ასე დასრულდა. პროექტს განსახორციელებლად უფრო მეტი დრო სჭირდებოდა. მილანელებს გულშემატკივრობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. წინ, "ინტერი" - დაწერა საკუთარი ტვიტერის გვერდზე დე ბურმა.

0.112349