"სევილიას" ფრანგი შემტევი სამირ ნასრი ზაგრების "დინამოსთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია ანდალუსიელთა თავკაცმა ხორხე სამპაოლიმ პრესკონფერენციაზე გაავრცელა. ნასრიმ ფეხის დაზიანება "ხიხონთან" ფრედ (1:1) დასრულებულ ლა ლიგის მატჩში მიიღო.
"მანჩესტერ სიტის" საკუთრებაში მყოფმა ფეხბურთელმა, რომელიც იჯარის წესით ესპანურ გუნდში თამაშობს, მიმდინარე სეზონში ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე 9 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.