“იუტა ჯაზის” 24 წლის ფრანგმა ცენტრმა რუდი გობერმა კლუბთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც კალათბურთელი 102 მილიონს მიიღებს, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
გობერი განვლილ სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 9.1 ქულას, 11 მოხსნას და 1.5 პასს აკეთებდა.