ფეხბურთი

16:05 | 1.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

კლოზე ახალ ასპარეზზე

გერმანიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი მიროსლავ კლოზე ეროვნულ გუნდში დაბრუნდა, თუმცა არა იმ საქმის შესასრულებლად, რასაც წლების განმავლობაში თავს შესანიშნავად ართმევდა, არამედ სამწვრთნელო პრაქტიკის მისაღებად.

38 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში რომის “ლაციოს” ღირსებას იცავდა, ამ ზაფხულიდან კი უკლუბოდ იყო, ფეხბურთელის კარიერის დასრულება გადაწყვიტა და მწვრთნელობას იწყებს. როგორც გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, კლოზემ წარმატებით გაიარა სამწვრთნელო კურსი და ახლა გერმანიის ნაკრების თავკაც იოაჰიმ ლიოვის სტაჟიორის რანგში მიიღებს პრაქტიკას.

მიროსლავ კლოზე გერმანიის ნაკრებში 2001-2014 წლებში თამაშობდა და ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 137 მატჩში 71 გოლი გაიტანა. 2014 წელს ნაკრების რიგებში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. მუნდიალის ფინალურ ეტაპებზე გატანილი 16 გოლით ის მსოფლიოს მთავარი საფეხბურთო ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

0.117969