29-30 ოქტომბერს, „მოყვარულთა თასი 2016“-ის ფარგლებში თბილისის უმაღლესი და პირველი ლიგის მესამე ტურის თამაშები გაიმართა, რომლებსაც 35 -ე საფეხბურთო სკოლის მოედნებმა უმასპინძლა.
შეხვედრები ტრადიციულად დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა. იკვეთება იმ გუნდების ვინაობაც, რომლებიც მეხუთე ტურის შემდეგ "მოყვარულთა თასის" გათამაშების ფინალურ ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას.
თბილისის ლიგამ სტარტი 6 ოქტომბერს აიღო და მასში 500-ზე მეტი მოყვარული ფეხბურთელი მონაწილეობს.
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური