დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი კადეტ მოჭადრაკეთა შორის, რომელსაც ქალაქი ბათუმი მასპინძლობდა. 8, 10 და 12-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, სადაც ექვსი ტურნირი ჩატარდა გოგონებსა და ვაჟებს შორის, 66 ქვეყნის 722 მოჭადრაკე მონაწილეობდა. მათ შორის 104 საქართველოს წარმომადგენელი იყო.
I-V ადგილებზე გასული მოჭადრაკეებისათვის დაწესებული იყო შემდეგი სახის პრიზები:
I ადგილი პერსონალური კომპიუტერი.
II ადგილი პერსონალური კომპიუტერი.
III ადგილი iPhone
IV ადგილი iPhone
V ადგილი ფოტოკამერა.
ქართველმა მოჭადრაკეებმა ძალიან ცუდად ითამაშეს და პირველ ათეულშიც კი ვერ მოხვდნენ. მათ შორის საუკეთესო, 8 წლამდე გოგონათა შორის მოასპარეზე ანა შერაზადაშვილი, მხოლოდ 22-ე ადგილს დასჯერდა. ამ ტურნირმა გვაჩვენა, რომ ბავშვთა ჭადრაკი საქართველოში ღრმა კრიზისში იმყოფება.
გთავაზობთ ჩემპიონთა ვინაობას ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.
გოგონები:
8 წლამდე
აიშა ზაკიროვა(ყაზახეთი)-9.0 ქულა
10 წლამდე
ვუ როჩელი(აშშ)-9.5 ქულა
12 წლამდე
ბიბისარა ასაბიევა(რუსეთი)-10 ქულა
ვაჟები:
8 წლამდე
შაგელდი კურბანდურდიევი(თურქმენეთი)-9.5 ქულა
10 წლამდე
ილია მაკოვეევი(რუსეთი)-9.0 ქულა
12 წლამდე
ნიხილ კუმარი(აშშ)-9.5 ქულა.