ავტოსპორტი

0:20 | 1.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა მექსიკის დიდი პრიზი მოიგო

ლუის ჰამილტონმა მექსკის დიდი პრიზის რბოლაშიც გაიმარჯვა და ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის კლასიფიკაციაში, მორიგი 7 ქულით შეამცირა ჩამორჩენა თანაგუნდელ ნიკო როსბერგთან, რომელმაც რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა. მათ შორის ახლა 19 ქულაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დარჩენილ სამ რბოლაშიც, ადგილებს ამავე თანმიმდევრობით დაიკავებენ, ჩემპიონი ისევ ჰამილტონი გახდება.

ჰამილტონმა პოულიდან აიღო სტარტი და მიუხედავად იმისა, რომ პირველივე მოსახვევში შეცდა, რის გამოც მისი მოჭრა მოუხდა, ბოლომდე წინ არავინ გაუშვა. მცირე ხნით მოწინავეობა მხოლოდ მაშინ დათმო, როცა პირველი პიტ სტოპი შეასრულა. სხვა მხრივ, მის ლიდერობას საფრთხე ერთხელაც არ შექმნა. ეს ამ სეზონში მისი მერვე, კარიერაში კი 51-ე გამარჯვებაა, რითაც ის ფრანგ ალენ პროსტს გაუტოლდა. მათ წინ მხოლოდ მიხაელ შუმახერია, ვის ანგარიშზეც 91 მოგებული დიდი პრიზია.

რბოლა ძირითადად ერთფეროვანი გამოდგა, თუმცა ნამდვილი ტრილერით დასრულდა და მისი შედეგები სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა. მესამე და მეოთხე ადგილები მაქს ფერსტაპენმა და სებასტიან ფეტელმა დაიკავეს. მეხუთეზე კი დანიელ რიკიარდო გავიდა, რომელმაც ფინიშამდე ორი წრით ადრე, ფეტელს შეუტია და გასწრებაც შეეძლო, მაგრამ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა აგრესიული მანევრით მოუჭრა გზა და ავსტრალიელს გასწრების მადა გაუქრო.

ფერსტაპენი გამარჯვებულთა ოთახშიც კი იყო შესული და კვარცხლბეკზე გამოძახებას ელოდა, თუმცა მალე შეატყობინს, რომ ერთ-ერთი მოსახვევის მოჭრისთვის, 5 წამით დააჯარიმეს. ამით სარგებელი ფეტელმა მიიღო, რომელიც კვარცხლბეკზე კი ავიდა და შამპანურის შხაპიც მიიღო, თუმცა მალე მასაც გაუფუჭეს ხასიათი. რიკიარდოს აგრესიულად მოგერიების გამო, ისიც დააჯარიმეს და მესამე ადგილზე ავსტრალიელმა გადაინაცვლა. თუმცა კვარცკლბეკის ზეიმი უკვე დასრულებული იყო. შესაბამისად, რიკიარდოს ფეხსაცმლიდან შამპანურის დალევას ხუან პაბლო მონტოია გადაურჩა, რომელმაც კვარცხლბეკის ინტერვიუ ჩაატარა.

მექსიკის დიდი პრიზი

მექსიკო სიტი, დისტანცია 305.354 კმ (4.304 კმ, 71 წრე)

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:18.704
  2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:18.958
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:19.054
  4. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:19.133
  5. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:19.330
  6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:19.376
  7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:19.381
  8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:19.551
  9. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:20.032
  10. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:20.378
  1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:20.282
  2. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:20.287
  3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:20.673
  4. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:21.131
  5. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:21.536
  6. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:21.785
  1. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:21.401
  2. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:21.454
  3. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:21.692
  4. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, მენორი) 1:21.881
  5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:21.916
  6. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) დროის გარეშე

რბოლა

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:40:31.402
  2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) +00:08.354
  3. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:20.858
  4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 00:21.323
  5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 00:27.313
  6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:49.376
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 00:58.891
  8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 01:05.612
  9. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 01:16.206
  10. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 01:16.798
  11. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
  12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  13. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  14. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1 წრე
  15. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1 წრე
  16. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე
  17. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1 წრე
  18. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1 წრე
  19. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1 წრე
  20. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  21. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, მენორი) 2 წრე
  22. გ. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 71 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: დანიელ რიკიარდო - 1:21.134, 53-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ნიკო როსბერგი - 349 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 330; 3. დანიელ რიკიარდო - 242; 4. სებასტიან ფეტელი - 187; 5. კიმი რაიკონენი - 178; 6. მაქს ფერსტაპენი - 177; 7. სერხიო პერესი - 85; 8. ვალტერი ბოტასი - 85; 9. ნიკო ჰულკენბერგი - 60; 10. ფერნანდო ალონსო - 52; 11. ფელიპე მასა - 51; 12. კარლოს საინსი - 38; 13. რომენ გროჟანი - 29; 14. დანილ კვიატი - 25; 15. ჯენსონ ბატონი - 21; 16. კევინ მაგნუსენი - 7; 17. ჯოლიონ პალმერი - 1; 18. პასკალ ვერლაინი - 1; 19. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) - 1; 20. ესტებან გუტიერესი - 0; 21. მარკუს ერიკსონი - 0; 22. ფელიპე ნასრი - 0; 23. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) - 0; 24. ესტებან ოკონი - 0

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 679 ქულა; 2. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 427; 3. ფერარი - 365; 4. ფორს ინდია-მერსედესი - 145; 5. უილიამს-მერსედესი - 136; 6. მაკლარენ-ჰონდა - 74; 7. ტორო როსო-ფერარი - 55; 8. ჰაას-ფერარი - 29; 9. რენო - 8; 10. მენორ-მერსედესი - 1; 11. ზაუბერ-ფერარი - 0

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17276