გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. როგორც გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, ახალი ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
56 წლის გერმანელი სპეციალისტი ეროვნულ ნაკრებს 2006 წლიდან წვრთნის და 2014 წელს გუნდს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა. მწვრთნელსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის აქამდე მოქმედ კონტრაქტს ვადა 2018 წლის 31 ივლისს ეწურებოდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Kochag liow...მmsofllioa da evropa moige da cadi mere peniaze