ფეხბურთი

16:10 | 31.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა მეტოქე კიბეზე დააგორა (+VIDEO)

“ბარსელონას” ბრაზილიელ შემტევს ნეიმარს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისგან სასჯელი ემუქრება. ამის მიზეზი “გრანადასთან” შაბათს გამართული მატჩის (1:0) შემდეგ მომხდარი ინციდენტია. ნეიმარს ჯერ კიდევ თამაშის დროს მოუვიდა კონფლიქტი მეტოქე გუნდის ფეხბურთელ რუბენ ვეზოსთან, მოთამაშეებს შორის შელაპარაკება გასახდელისკენ მიმავალ გზაზეც გაგრძელდა და ბრაზილიელმა ვეზო კიბეზე ჩასვლის დროს ხელის კვრით ჩააგდო.

ესპანური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სადისციპლინო კომიტეტი მომხდარს უახლოეს დღეებში განიხილავს და ბრაზილიელ ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია ელის.

0.102878