თამაშგარე

14:46 | 31.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჭკუამხიარული “პამპიტა”

არგენტინელ მოდელს, ანა კაროლინა ანდოჰანის, მეტსახელად “პამპიტას”, ვინმემ რომ ჰკითხოს 2012 წლამდე რას აკეთებდიო, იგი ისევე როგორც მავანი ქართველი გარემოსდამცველი, უპრობლემოდ იტყვის, რომ გაგანია სექსითYიყო დაკავებული და არამხოლოდ 2012 წლამდე...

“პამპიტა” რამდენიმე წლის წინ, ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელის, მაქსი როდრიგესის გულისსწორი იყო და საქმე კინაღამ ქორწინებამდეც კი მივიდა, თუმცა... რთული სათქმელია რა მოხდა მაქსის ტვინში, ერთ მშვენიერ, მაგრამ მოწყენილ დღეს არგენტინელმა ფეხბურთელმა “პამპიტა” განაგდო ვითარცა მოსისხარი.

ამის შემდეგ მრავალი დილა გათენდა და დაღამდა, “პამპიტა” კი ძველებურად ჭკუამხიარულ და სექსუალურთა შორის უსექსუალურეს ქალად დარჩა და კაცმა რომ თქვას, რატომ არ უნდა დარჩენილიყო? არჩევნების მეორე ტური მას არ ადარდებს, ლარის ვარდნა და პენსიის მატება.

0.116085