კალათბურთი

13:05 | 31.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინისა და ბურჯანაძის შედეგიანობამ "ანდორას" ვალენსიაში ვერ უშველა

ესპანეთის ჩემპიონატში უშანსოდ წააგო „მორაბანკ ანდორამ“, თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ გუნდის საუკეთესო მოთამაშეები ისევ ქართველები - გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე გახდნენ. ქართელთა გუნდი ლიგის ერთ-ერთ ფავორიტ „ვალენსიას“ ესტუმრა და 62:88 დამარცხდა.

ანდორელთაგან საუკეთესო შედეგი გიორგი შერმადინმა დააფიქსირა, რომელმაც 28:33 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 6 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა, ამ მხრივ მე-2 მაჩვენებელი (14) კი ბურჯანაძეს ჰქონდა, რომელიც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20:06 წუთში 12 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. ბექამ 7-დან 6 ორქულიანი გამოიყენა, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

“მორაბანკ ანდორას” 3 მოგების წილ 2 მარცხი მოუგროვდა და მე-8 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრა ანდორელებს 6 ნოემბერს, შინ მურსიასთან ელით.

gbf.ge

0.117633