გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შვიდი შეხვედრა გაიმართა.
“სან ანტონიომ” ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო, ტეხასელებმა გასვლაზე “მაიამი” 106:99 დაამარცხეს. “სან ანტონიოში” ტრადიციულად 27 ქულით კავაი ლეონარდი გამოირჩა, გასოლმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 20 ქულა და 11 მოხსნა. “მაიამიში” კი უაიტსაიდი 27 ქულით და 15 მოხსნით საუკეთესო იყო.
“მემფისმა” შინ “ვაშინგტონი” 112:103 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 15 წამით ადრე დედაქალაქელები 100:97 იგებდნენ, ტუმცა “დათვების” ცენტრმა მარკ გასოლმა სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა, სადაც “მემფისმა” უკეთ ითამაშა. მასპინძლებს 24 ქულით და 11 პასით მაიკლ კონლიმ ულიდერა, ხოლო “ვაშინგტონში” 22 ქულით ჯონ უოლი გამოირჩა.
“კლიპერსი” – “იუტა” 88:75 (19:22, 23:13, 27:21, 19:19)
https://www.youtube.com/watch?v=QP7usWOwXZg
“დეტროიტი” – “მილოუკი” 98:83 (24:21, 26:18, 25:26, 23:18)
https://www.youtube.com/watch?v=jDILc20kOgE
“მაიამი” – “სან ანტონიო” 99:106 (19:24, 25:28, 28:25, 27:29)
https://www.youtube.com/watch?v=Pq9DNZqDI_I
“ფინიქსი” – “გოლდენ სტეიტი” 100:106 (30:22, 27:33, 21:26, 22:25)
https://www.youtube.com/watch?v=-cZjry3i3TE
“ოკლაჰომა” – “ლეიკერსი” 113:96 (30:24, 28:22, 19:25, 36:25)
https://www.youtube.com/watch?v=m2RRQBR6wOs
“ჰიუსტონი” – “დალასი” 93:92 (34:25, 29:28, 17:17, 13:22)
https://www.youtube.com/watch?v=nXSuQrra4BU
“მემფისი” – “ვაშინგტონი” 112:103 (27:22, 31:32, 20:23, 22:23 o.t. 12:3)