კალათბურთი

11:51 | 31.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 11 ქულა "უნიკახასთან" მატჩში

ესპანეთის ჩემპიონატში მარცხი იწვნია თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“. ვიტორიელები მალაგას ესტუმრნენ და 10 ქულის სხვაობით - 72:82 დამარცხდნენ. ეს ბასკონიელთა მეორე წაგება გახლდათ მე-6 მატჩში, რის შემდეგაც შენგელიას გუნდი ცხრილში მე-5 ადგილამდე დაქვეითდა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25:26 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. 11 ქულასთან ერთად შენგელიას 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა. ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 14-ს უწია, რაც ბასკონიელთაგან მეორე შედეგი გახლდათ იაკა ბლაჟიჩის (18) შემდეგ.

მომდევნო ტურში, 6 ნოემბერს „ბასკონია“ „მანრესას“ უმასპინძლებს.

gbf.ge

0.113279