ფეხბურთი

10:47 | 31.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგაში წაუგებელი “რეალიღა” დარჩა

ლა ლიგაში მე-10 ტურის შემდეგ ერთადერთი წაუგებელი გუნდიღა შემორჩა – მადრიდის “რეალი”. თითქოს ასეთი გუნდების რაოდენობა კვლავ ორი უნდა ყოფილიყო, რადგან “ვილიარეალი” ბრუნო სორიანოს ზუსტი პენალტის წყალობით მე-80 წუთამდე უგებდა “ეიბარს”, მაგრამ ჯერ ივან რამისმა შეძლო წონასწორობის აღდგენა, ხოლო 87-ე წუთზე ბასკური კლუბი პედრო ლეონმა დააწინაურა და “ვილიარეალს” მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი აგემა – 2:1.პედრომ გამარჯვების მომტანი გოლი გარდაცვლილ ძმას მიუძღვნა, რომელიც ზუსტად 11 წლის წინ დაკარგა...

“ბილბაომ” საკუთარ მოედანზე “ოსასუნა” მიიღო და გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა. პირველი ტაიმი თანაბრად წარიმართა და ორივე ბურთი საწყის 45 წუთში გავიდა: 23-ე წუთზე სტუმრები ორიოლ რიერამ დააწინაურა, რასაც 5 წუთში რაულ გარსიას გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა. მეორე ნახევარში მასპინძლები დიდ უპირატესობას დაეუფლნენ და გოლის გატანის რამდენიმე კარში შანსი ჰქონდათ, მაგრამ ზოგ ეპიზოდში სიზუსტე აკლდებოდათ, ხოლო ორ შემთხვევაში ნაუზეტი გაისარჯა კარგად და საბოლოოდ ნავარელებმა ქულის წამოღება მოახერხეს – 1:1.

მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა “ესპანიოლმა”, რომელმაც გასვლაზე “ბეტისს” აჯობა. ერთადერთი ბურთი 62-ე წუთზე დიეგო რეიესმა თავური დარტყმით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ საგოლე გადაცემა კვლავ პაბლო პიატის აქტივშია. არგენტინელი ვინგერი შესანიშნავ ფორმაშია და 5 საგოლე პასთან ერთად, 3 გოლი აქვს გატანილი.

შესანიშნავი მატჩი გაიმართა “გრან კანარიაზე”, სადაც პირველი ტაიმის შემდეგ “სელტა” ადგილობრივ “ლას პალმასს” იაგო ასპასის დუბლით და ვასის გოლით ანადგურებდა. გალისიელებს “ყვითლების” მეკარეც დაეხმარა, რომლის სინდისზეც ორი გოლია.

თუმცა, კიკე სეტიენმა შესვენებაზე საჭირო კორექტივები მოახდინა და მეორე ნახევარში მასპინძლებმა მცირე სასწაული შემოგვთავაზეს. “ლას პალმასმა” ერთი ბურთის გაქვითვა დასაწყისშივე შეძლო – ხონათან ვიერამ სტანდარტული სიტუაციიდან ჩააწოდა, გამოსვლაზე სერხიო ალვარესი უხეიროდ გაისარჯა და ბიგასმა 52-ე წუთზე სხვაობა შეამცირა. მასპინძლებმა ზეწოლა განაგრძეს და 65-ე წუთზე შეცვლაზე სამი წუთით ადრე შემოსულმა ლივაიამ პენალტი გამოიმუშავა, ხოლო სერხი გომესს მეორე ყვითელი ბარათი აჰკიდა და სტუმრები 10 კაცით დარჩნენ. 11-მეტრიანი კი, ხონათან ვიერამ შეასრულა ზუსტად. კუნძულელებმა სამ წუთში უკვე გაათანაბრეს: სწრაფ შეტევას “სელტას” დაცვამ ვერ გაუძლო და ჩავარდა, რასაც კევინ პრინც ბოატენგის ახლო მანძილიდან გატანილი გოლი მოჰყვა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა მოგება სცადეს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა – 3:3.

ეიბარი – ვილიარეალი 2:1 (0:1)

ეიბარი, “იპარუა”

ეიბარი (4-4-2): რიესგო, რამისი, ლეიუნი, კაპა (არბილია 73), ლუნა, ფ.რიკო, დ.გარსია, ინუი (პენია 90), ლეონი, კიკე (ადრიანი 81), ენრიჩი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, რუისი, მუსაჩიო, ხ.კოსტა, გასპარი, ბ.სორიანო, ტრიგეირასი (ჩერიშევი 91), რ.სორიანო (ჯ.დოს სანტოსი 68), კასტილიეხო, სანსონე (ბორე 79), ბაკამბუ.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

გოლები: 0:1 ბ.სორიანო (41 პენ.), 1:1 რამისი (80), 2:1 ლეონი (87)
გაფრთხილებები: ენრიჩი, ლეონი – სანსონე, რუისი, კასტილიეხო
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი

ბილბაო – ოსასუნა 1:1 (0:1)

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, ეჩიტა, ბალენსიაგა, დე მარკოსი (ლეკუე 46), სან ხოსე, ბენიატი (მ.რიკო 66), რ.გარსია, უილიამსი, მუნიაინი, მერინიო (ადურისი 55).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ოსასუნა (5-3-2):ნაუზეტი, დ.გარსია, ფლანიო, უ.გარსია, ბერენგუერი, ოიერი, დიგარდი (ფაუსტო 33), დე ლას კუევასი, რ.ტორესი, ს.ლეონი (ოტეგუი 83), ო.რიერა (კოდრო 40).
მწვრთნელი: ენრიკე მარტინ მონრეალი

გოლები: 0:1 ო.რიერა (23), 1:1 რ.გარსია (28)
გაფრთხილებები: მუნიაინი, მ.რიკო – ოიერი
მსაჯი: ხოსე ლუის მუნუერა მონტერო

ბეტისი – ესპანიოლი 0:1 (0:0)

სევილია, “ბენიტო ვილამარინი”

ბეტისი (4-4-2): ადანი, პაცელა, მანდი, ა.მარტინესი (ალეგრია 80), რ.ნავარო, ფ.გუტიერესი, პეტროსი, ხოაკინი (სეხუდო 64), მარტინი (ნაუელი 64), სანაბრია, რ.კასტრო.
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი, დავიდ ლოპესი, დ.რეიესი, კარიკოლი, ვ.სანჩესი, ფუეგო, როკა, ჰ.პერესი (დემიჩელისი 82), პიატი (დიოპი 76), ბაპტიშტაო (ხ.ა.რეიესი 70), ხ.მორენო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

გოლი: დ.რეიესი (62)
გაფრთხილებები: პაცელა, მარტინი, გუტიერესი – ჰ.პერესი, პიატი, ვ.სანჩესი
მსაჯი:რიკარდო ბენგოეჩეა

ლას პალმასი – სელტა 3:3 (0:3)

ლას პალმასი, “გრან კანარია”

ლას პალმასი (4-2-3-1): რაული, დ.გარსია, ბიგასი, მიჩელი, კასტელიანო, მესა, ვ.გომესი (ლივაია 62), ტანაუსუ (მომო 75), ბოატენგი, ვიერა, არაუხო (მ.გარსია 85).
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, კაბრალი, ს.გომესი, რონკალია, მალიო, პ.ერნანდესი, რადოია, ვასი (ბონგონდა 76), ორელიანა (მ.დიასი 34), სისტო (ხონი 69), ასპასი.
მწვრთნელი: ედუარდო პერიცო

გოლები: 0:1 ვასი (6), 0:2, 0:3 ასპასი (14; 21), 1:3 ბიგასი (52), 2:3 ვიერა (66 პენ.), 3:3 ბოატენგი (68)
გაფრთხილებები:ბოატენგი, მომო - მალიო, პ.ერნანდესი, ს.გომესი, ასპასი, პ.ერნანდესი, ვასი, მ.დიასი
გაძევება: ს.გომესი (65)
მსაჯი: მელერო ლოპესი

თეგებილა ლიგა
0.198194