განსხვავებით წინა ორი დღისა, ბუნდესლიგის მე-9 ტურის დასკვნითი სათამაშო დღე მასპინძლების იყო და მათ ორივე შეხვედრაში მოახერხეს გამარჯვება.
„ჰოფენჰაიმი“ და „ჰერტა“ ლიდერთა შორიახლოს ტრიალებენ და ეს თამაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. შეხვედრის ბედი 31-ე წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა და მინიმალურმა გამარჯვებამ „ჰოფენჰაიმს“ დაწინაურების საშუალება მისცა.
აუტსაიდერმა „ჰამბურგმა“ ასევე ლიდერთა შორის მყოფ „კიოლნს“ მთელი საათი მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ დასკვნითი ნახევარი საათით კაცნაკლული დარჩა და ამით მოდესტემ ისარგებლა. მან პირველი ტაიმის ბოლოს თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, თუმცა მერე დანაშაული გამოისყიდა და ჰეთ-თრიკი შეასრულა.
ამ სამმა გოლმა „კიოლნის“ ფრანგ ლეგიონერს ბომბარდირთა სიაში დაწინაურების საშუალება მისცა და ის 8 გოლით პირველ ადგილზე აღზევდა.
ჰოფენჰაიმი - ჰერტა 1:0
ზინსჰეიმი. “ვირსოლ არენა”. 28 015 მაყურებელი
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი; ჰუბნერი, კადერაბეკი, სულე, რუდი, ზუბერი (ტოლიანი 62), ვოგტი, რუპი (ზალაი 84), დემირბაი (ამირი 78), ვაგნერი, კრამარიჩი.
მწვრთნელი: ნაგელსმანი
ჰერტა: იარშტეინი, ლუსტენბერგერი, პეკარიკი, ვეიზერი, ბრუკსი, შტარკი, სკიელბერგი (კალუ 72), ეშვეინი (შიბერი 57), ჰარაგუჩი, ალანი, იბიშევიჩი (ალაგუი 80).
მწვრთნელი: დარდაი
გოლი: 1:0 სულე (31)
გაფრთხილება: ვეიზერი (62), შტარკი (69), ალანი (75), შიბერი (84)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 24 (7) - 5 (2) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 4:4
კიოლნი - ჰამბურგი 3:0
კიოლნი. “რეინენერჯიშტადიონი”. 50 000 მაყურებელი
კიოლნი: ჰორნი, მავრაი, მარო (ჰენტცი 12), ჰექტორი, სორენსენი, ლემანი, რისე, ჰოგერი (რაუში 86), მოდესტე, რუდნევსი (ცოლერი 75), ოსაკო.
მწვრთნელი: სტოგერი
ჰამბურგი: ადლერი; ჯურუ, საკაი, ოსტრცოლეკი, გიოტცე (გრეგორიჩი 66), დუგლას სანტოსი, იუნგი, ჰოლტბი, კოსტიჩი (მიულერი 75), ვუდი, ლასოგა (ვალდშმიდტი 84).
მწვრთნელი: გისდოლი
გოლები: 1:0 მოდესტე (61), 2:0 მოდესტე (82), 3:0 მოდესტე (86)
41-ე წუთზე მოდესტემ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი
გაფრთხილება: მოდესტე (21), ჰოგერი (33), რუდნევსი (36) - გიოტცე (40)
გაძევება: ვუდი (58)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (6) - 8 (1) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 2:1
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები
ტაბატაძეს რა ბედი ეწია.....სულ მთლად ეერია კარიერა ამ ბიჭს
სომხიშვილის მოსვლა მესიამოვნო თუ აკრიფა ფორმა კარგი მეკარეა
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
ჯაბა დვალს იმატებენო და რახდება დაიმატეს თუიცით ვინმემ?
ისიანი თუ დავიმატეთ დვალი აღარ იქნება საჭირო ისე თუ მოვა არც ეგ იქნება ცუდი
სამტრედიას მინიმუმ 15 ახალწვეული ეყოლება,ყველა მათგანი ახალგაზრდა და ამბიციური ფეხბურთელია.ასე რომ სამტრედიაში პენსიონერთა ხანა დასრულდა.ეხლა სხვა კლუბებმა უხადონ მათ პენსია.
ეგრე ჯობია.
arturi-baierni
მგონი კლიმიაშვილიც დაგემატათ
მარტო წამსვლელები არიან.მომსვლელზე არავინ არაფერს არ წერს.მხოლოდ ისააა ცნობილი რო სამტრედიამ შერგელაშვილი და იოსელიანი დაიმატა მეტი არავინ დათუნაიშვილმა კონტრაქტი გაახანგძლივა.მეტი არაფერი:@ გუნდი მთლიანად დაშლილია ყველა ფეხბურთელი დაინაწილეს სხვადასხვა გუნდებმა.
კარგია შევსება მაგრამ ამდენი უკანა ხაზელი რა საჭიროა წინაც დავიმატოთ ვინმე თორე მარტო კვერნაძე ვერ გაქაჩავს .......ისიანი კარგი ვარიანტი იქნებოდა იმედია არჩევანს ჩვენზე შეაჩერებს
კვირკველია სკონფლიქტი მოსვლია დილაში და ტორპედოში იქნებაო. ხიზანიშვილსაც უნდა ტოპრპედო, ჯერ კიდევ შემიძლიაო კლუბის დახმარეაო.
რაღა გვიჭირს აპა ......იმედია გიო მაგ ხალხს არ დაიმატებს
სამჯერაა ტორპედო ჩემპიონი
ამათ ცოდნას რა ვუთხარი
აბა