ჭიდაობა

20:30 | 30.10.2016 | ნანახია 4563 - ჯერ

გოგშელიძე ოლიმპიური ვერცხლის კანდიდატია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი წევრი გიორგი გოგშელიძე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან დიდი ალბათობით, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალს მიიღებს. 4 წლის წინანდელ ოლიმპიადაზე გოგშელიძემ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. ახლა კი ერთი საფეხურით დაწინაურების უმთავრესი კანდიდატია, რადგან ყაზახეთის ნაკრების წევრს – ვერცხლის პრიზიორ თეიმურაზ ტიგიევს, რომელთანაც გიორგი ლონდონში ნახევარფინალში დამარცხდა, ოლიმპიური თამაშების დოპინგ-სინჯების გადამოწმების შემდეგ, აკრძალული პრეპარატის მიღება დაუმტკიცდა.

თეიმურაზ ტიგიევმა ლონდონის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

უცხოური სპორტული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია უკვე საერთაშორისო ანტიდოპინგურმა სააგენტომაც დაადასტურა. ისიც ცნობილია, რომ სულ დოპინგ-სკანდალში ათი მოჭიდავეა გახვეული, ყაზახეთის, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, უზბეკეთის, ესპანეთისა და კუბის ნაკრებებიდან.

განმეორებით შემოწმებაზე ჩავარდნილი სპორტსმენების ტიტულების შესანარჩუნებლად ჩამოთვლილი ქვეყნები ცხადია გაასაჩივრებენ და დამატებით შემოწმებას მოითხოვენ, რაც საბოლოო ვერდიქტს გაურკვეველი ვადით გადადებს. გიორგი გოგშელიძის ვერცხლის პრიზიორად გამოცხადებაც ალბათ მხოლოდ დროის ამბავია.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:42 | 05.11.2016
I.Arqania (558)

მაგრად იყო მომზადებული მაშინ გოგშელა და ჩვეულებრივად მოიგებდა ოქროს თითქმის ყველა შეხვედრა თავისუფლად გაიარა მაშინ თუ გახსოვთ 3 ადგილისთვის შეხვედრა ადვილად მოუგო მგონი კუბელს სუფთაზე დააწვინა ეგრევე , მაგრამ ჩემი აზრიტ გოგშელას დრო ქონდა დარჩენილი და მაინც უნდა მოეგო ტიგიევსთვის

23:38 | 01.11.2016
toshihiko (1309)

ბრინჯაოს და ვერცხლის მედლებს შორის დიდი სხვაობა არაა პრინციპში, მაგრამ ვისაც ახსოვს ის შეხვედრა ამ თიგიევმა გოგშელიძეს ლამის თვალი ამოთხარა(დაახლოებით ისე როგორც კურტანიძეს სიდნეის ოლიმპიადაზე მურთაზალიევმა). ასე რომ მისი დისკვალიფიკაციით აშკარად სამართალმა პური ჭამა

13:13 | 02.11.2016
federer (17) (15576)

ეგ შეხვედრა ძალიან კარგად მახსოვს, როგორ გამოიყვანა წყობიდან გიორგი მაგ ნაბიჩვარმა
გიორგის რო მოეგო ეს შეხვედრა ფინალში მაგის გამჩერებელი არავი არ იყო და დასანანია რომ ვერ გავიდა ფინალში და ვერცხლი ბრინჯაოს შორის მეც ვერ ვხედავ ძალიან დიდ სხვაობას

13:24 | 01.11.2016
federer (17) (15576)

რა მნიშვნელობა აქვს ამ მედალს, ოქრო რომ იყოს კიდე სხვა საკითხი იქნებოდა

00:33 | 01.11.2016
mushni (93569)

აზრი??

03:05 | 31.10.2016
bbbbbb (2031)

ამდენი ხანში დოპინგს კი არა კაცის კვლას გასდის ხანზმულობის ვადა ეხლა როგორ აღმოუჩინეს მაშინდელი მაინც ვერ გავიგე

11:04 | 31.10.2016
BEERTRANCE (97819)

8 წელი ინახება სინჯები. და ამ 8 წლის განმავლობაში შემოწმების ტექნიკა იხვეწება და ხელახლა მოწმდება ხოლმე.

10:00 | 31.10.2016
tezela (20)

ინახება მაშინდელი სინჯები... მაშინ აღებულ სინჯებზე ჩაატარეს გამოკვლევები... ახალი მეთოდით ატარაბენ რომელიც მეტ შესაძლებლობებს იძლევა..

21:04 | 30.10.2016
toshihiko (1309)

ლონდონის კი არა პეკინის ოლიმპიადაზეა ლაპარაკი

00:34 | 01.11.2016
mushni (93569)

=1

0.114338