საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალში ჰოლანდიელ რობინ ჰაასესთან 5:7, 2:6 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 6 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ნიკა 3:0-ს იგებდა მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა აღნიშნულ ტურნირზე ესპანელი ინიგო სერვანეტსი 6:0, 4:6, 6:4 დაამარცხა.