ფეხბურთი

14:26 | 30.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭანტურიას გოლი და ტრავმა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ჭანტურიამ "ურალის" ურალის მაისურით რუსეთის პრემიერლიგაში პირველად გაიტანა გოლი. ქართველმა ფეხბურთელმა "ტერეკთან" მატჩში მე-11 წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით მატჩში ანგარიში გახსნა. პენალტი კი თავად გიორგიმ მოიპოვა.

გოლიდან 22 წუთში ჭანტურია შეცვალეს. როგორც "ურალის" ტვიტერის გვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, sport-express-ის ინფორმაციით კი ქართველს ფეხის კუნთის პრობლემა ჰქონდა. ჯერჯერობით დაზიანების სიმძიმე უცნობია. გიორგი საქართველოს ნაკრების მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს მოლდოვასთან გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის ჰყავს გამოძახებული.

0.103801