უელსელი გრეთ ბეილი ფეხბურთელების იმ იშვიათ კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც გულისსწორად წლების მანძილზე არაც ცნობილი მოდელი, მსახიობი ანდა ტელევარსკვლავი, არამედ ის ქალი ჰყავს, რომელიც ბავშვობიდან უყვარს და ეტრფის ვითარცა გედია მარიტას.
მიუხედავად იმისა, რომ გარეთსა და მის სატრფოს, ემა ჯონსს უკვე ორი საერთო შვილი ყავთ და კარგა ხანია მშვიდად და უდრტვინველად თანაცხოვრობენ, გარეთ ბეილი ამ ქალზე დაქორწინებული არაა და როგორც ჩანს ამას წყვილის ურთიერთობაში რიამე დისონანსი ჯერჯერობით არ შეუტანია.
ერთი ისაა, რომ მავანნი იძახიან, ეს ჩვენი უელსელი გარეთიც კაი ხელმომჭირნე ვინმე ყოფილაო და მასზე გულდათუთქვით შეყვარებულ ქალზე მხოლოდ იმიტომ არ ქორწინდება, რომ განშორების შემთხვევაში ქონების გაყოფისა ეშინიაო. ეს სიმართლეც რომ იყოს, გარეთს სხვათა აზრები დიდად რომ არ აღელვებს - ცხადია...