როგორც კატალონიის "ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, "კამპ ნოუზე" "ბლაუგრანამ" 1500-ე მატჩი ჩაატარა. ლუის ენრიკეს შეგირდებმა კი "გრანადა" მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.
შეხვედრის ერთადერთი გოლი რაფინიამ გაიტანა. 23 წლის ბრაზილიელ ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში მეტოქეთა კარის მიმართულებით 6-ჯერ დაარტყა და 5 გოლი გაიტანა.