ფეხბურთი

21:45 | 29.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავას შოუ (+VIDEO)

ნიკა კაჭარავამ ოთხი გოლი გაიტანა კვიპროსის ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც "ეთნიკოსმა" 4:2 სძლია "კარმიოტისას". ქართველმა ფორვარდმა ორი გოლი პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთში მიითვალა, ხოლო კიდევ ორი - მეორე ნახევრის საწყის 10 წუთში.

"ეთნიკოსის" სასტარტოში იყო ნიკოლაი ყიფიანიც (19 წლისაა, რუსეთის მოქალაქე), რომელიც მე-60 წუთზე გიორგი ილურიძემ შეცვალა, ხოლო კაჭარავამ შეუცვლელად ითამაშა. გუნდის კიდევ ერთი ქართველი გია გრიგალავა განაცხადში არ იყო. "ეთნიკოსი" მერვე ადგილზეა.

უნგრეთში ბუბა დაუშვილის "დიოშდიორმა" შინ 2:3 წააგო "ფერენცვაროშთან" და ბოლოსწინა, მე-11 პოზიციაზეა. დაუშვილმა სრულად ჩაატარა მატჩი.

პორტუგალიაში გიორგი მაკარიძის "მორეირენსემ" სტუმრად 2:1 სძლია "ტონდელას" და ბოლოდან მეოთხე ადგილზე გადავიდა. "მორეირენსეს" კარში კვლავაც მაკარიძე იდგა.

რუსული პრემიერლიგა: ჯანო ანანიძემ 87 წუთი ითამაშა "სპარტაკი"-ცსკა-ს დერბიში. ქართველის გუნდმა 3:1 მოიგო და ლიდერად დარჩა. ჯანომ კარგად ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ გატანილ გოლებში მონაწილეობა არ მიუღია, მაინც ჩანდა მოედანზე და შეტევებს ამწვავებდა.

0.115087