ფეხბურთი

0:20 | 30.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰუნტელაარი ლაზარეთში მოხვდა

გელზენკირხენის “შალკეს” თავდამსხმელი კლაას იან ჰუნტელაარი დაშავდა. გერმანული გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, ვეტერანმა ჰოლანდიელმა ვარჯიშზე სერიოზული ტრავმა მიიღო და რამდენიმე კვირა გაუცდება. ზუსტი დიაგნოზი ამ ეტაპზე უცნობია.

მიმდინარე სეზონს “შალკე” წარმატებით ვერ ატარებს და ჩემპიონატში 8 ტურში სულ რაღაც 7 ქულა აქვს მოპოვებული. ჰუნტელაარსაც ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირს. მხოლოდ 5-ჯერ იყო ძირითადში და გოლი ერთხელ გაიტანა.

0.117833