ფეხბურთი

17:35 | 29.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურა" "თეთრი ჯგუფის" ჩემპიონია, "გურიამ" მეშვიდედან მესამეზე გადაინაცვლა

საჩხერის "ჩიხურამ" ქუთაისის "ტორპედოს" 2:1 სძლია და ვადამდე ადრე მოიპოვა "თეთრ ჯგუფში" ჩემპიონობა. შესაბამისად, საჩხერელები "წითელი ჯგუფის" გამარჯვებულთან ფინალში ითამაშებენ საქართველოს ჩემპიონობისთვის.

თეორიულად, "ჩიხურას" შეიძლება ქულებით გაუთანაბრდეს თბილისის "დინამო", მაგრამ ურთიერთშეხვედრებში ზემოიმერლებს აქვთ უპირატესობა.

სოსო ფრუიძის გუნდი აგებდა, მაგრამ თამაში შემოატრიალა. ოლეგ მამასახლისის გატანილ პენალტს ერთ წუთში თორნიკე გორგიაშვილმა უპასუხა, ხოლო 85-ე წუთზე ლაშა ჩიკვაიძემ გამარჯვებისა შეაგდო.

"თეთრ ჯგუფშივე", ლანჩხუთის "გურიამ" შინ 1:0 აჯობა "ლოკომოტივს" და ბოლო ადგილიდან მესამეზე გადაინაცვლა. ეს "ლოკოს" ზედიზედ მესამე მარცხია. შეგახსენებთ, ამ მატჩში თბილისელთა თავკაცის რანგში დებიუტი ჰქონდა გიორგი დევდარიანს.

ამ ჯგუფში ძალიან დაძაბული სიტუაციაა. ჯგუფის გამარჯვებული კი გაირკვა, მაგრამ დანარჩენი ადგილები წამდაუწუმ იცვლება.

გურია (ლანჩხუთი) - ლოკომოტივი (თბილისი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 მურაშოვი (49)

ჩიხურა (საჩხერე) - ტორპედო (ქუთაისი) 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 მამასახლისი (65 პენ), 1:1 გორგიაშვილი (66), 2:1 ჩიკვაიძე (85)

წითელი ჯგუფი

საბურთალო (თბილისი) - კოლხეთი (ფოთი) 17:00 საათზე დაიწყო

0.112283