ფეხბურთი

13:32 | 29.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიაში ლიოვს კონტრაქტს უხანგრძლივებენ

გერმანიის ეროვნულ ნაკრებს იოაჰიმ ლიოვი 2020 წლის ზაფხულამდე უხელმძღვანელებს. sportbild-ის ინფორმაციით, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციასა და მწვრთნელს შორის შედგა სიტყვიერი შეთანხმება, ოფიციალურ სახეს კი ყველაფერი სავარაუდოდ ორშაბათს მიიღებს. ლიოვს ამჟამინდელი კონტრაქტი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან 2018 წელს ეწურება.

იოაჰიმ ლიოვმა “ბუნდესნაკრები” 2006 წლის ზაფხულში ჩაიბარა და დღემდე დაკავებულ პოსტზე მუშაობს. 2014 წელს კი, გერმანიას ისტორიაში მეოთხე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოუტანა.

0.11774