ფეხბურთი

13:06 | 29.10.2016 | ნანახია 4879 - ჯერ

19 წლიდან კიდევ 19 წელი...

დღეს 29 ოქტომბერია და ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული თარიღია, მაგრამ 19 წელი გავიდა მას შემდგომ, რაც ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიის ეროვნული ნაკრების მაისური პირველად მოირგო – მოსკოვში, მოყინული და თოვლიანი “ლუჟნიკების” არენაზე, მაშინ 19 ჯიჯის 31-ე წუთზე ტრავმირებული ჯანლუკა პალიუკას შეცვლა მოუწია.

მაშინ, ალბათ ბევრი და მათ შორის, თვითონ ბუფონიც ვერ წარმოიდგენდა, რომ 19 წელი კიდევ გაივლიდა, ის კი “სკუადრა აძურას” მთავარი მეკარე კვლავ იქნებოდა. იმ გუნდისა, რომელსაც მაღალი დონის კიპერები ყოველთვის უხვად ჰყავდა. თან, ისიც ხომ გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ პერიოდში ბუფონი მუდმივად შეუცვლელია აპენინელთა კარის ხაზზე?!

1997 წლის 29 ოქტომბრიდან მოყოლებული, ჯანლუიჯი ბუფონმა ნაკრებში 164-ჯერ ითამაშა (იტალიის რეკორდი). ხუთ მუნდიალზე იმყოფებოდა, აქედან ოთხჯერ მთავარი მეკარის სტატუსით, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც ოთხჯერ ითამაშა, ორჯერ კონფედერაციის თასზე. მოიგო 2006 წლის მუნდიალი, გახდა ტურნირის საუკეთესო მეკარე. არის ევროპის ვიცე-ჩემპიონი 2012 წელს...

მოკლედ, შთამბეჭდავი ციფრებია – სიმართლე გითხრათ, არ მახსენდება ფეხბურთელი, რომელიც თავის ეროვნულ ნაკრებში თითქმის ორი ათეული წელი შეუცვლელი ყოფილიყო და მუდმივად ლიდერებს შორის ეტრიალა. მიუხედავად ასაკისა, ჯიჯი ისევ მაღალ დონეზე თამაშობს და “ოქროს ბურთის” ნომინანტებს შორისაცაა. ეს მისთვის მეცხრე წარდგენა ამ მეტად პრესტიჟულ ჯილდოზე და იტალიელ ფეხბურთელებში მხოლოდ პაოლო მალდინის ჩამორჩება, რომელიც სხვადასხვა პერიოდში ათჯერ ყოფილა წარდგენილი.

2006 წელს, ახლოსაც იყო ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის დაუფლებასთან, მაგრამ საბოლოოდ თანამემამულე ფაბიო კანავაროს ჩამორჩა და მეორე ადგილს დასჯერდა...

დადის მითები, რომ ბუფონი არასდროს დაბერდება ან არ უნდა დაბერდეს. მართლაც ძნელი წარმოსადგენია მის გარეშე თანამედროვე ფეხბურთი ახლო მომავალში. როგორც თვითონ ამბობს, თუ ჯანმრთელად იქნება, 2018 წლამდე არსად წასვლას აპირებს – ჩვენც ეგ გვინდა...


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:47 | 29.10.2016
igbala123 (10)

ბებერი ლომი

20:19 | 29.10.2016
maradona73biankoneri (12347)

korben dallas,

დელპიეროც 19 წლისა იყო პრიველად რომ ითამაშა იუვეში და დაახლოებით მაგდენი ხანი ითამაშა მაგანაც. ნუ მეკარე არ იყო რომ მეტი გაექაჩა. ეხლა ტოტი არ შეადარო ოღონდაც

20:36 | 29.10.2016
ogafa (10211)

ტოტი არა

19:48 | 29.10.2016
maradona73biankoneri (12347)

მთელი დღეა ეს სტატია დევს და არც წამიკითხავს, ვიღაც ჩვენი ჩემპიონატის ფეხბურთელზე მეგონა.

საღოლ ავტორ მაგარი სტატია გააძრე, ჩაგეთვალა ჯიგარო!

ჯიჯის წასვლა ვერ წარმომიგენია ჯერ იუვედან, იმედია კიდევ 3-4 წელი ითამაშებს მაღალ დონეზე.

16:44 | 29.10.2016
BEERTRANCE (97819)

უბერებელი

16:24 | 29.10.2016
temo11 (1791)

ნომერ პირველი, ეხლა შემოვლენ ჭIწვეიშვილების ბალეშიკები და დაიწყებენ ნოიერიო 3 წლის გამოჩეკილი მეკარე.დღეს ჯიჯის დონემდე ვერავინ არის,აი 3 -4 წელიწადში შეიძლება რაღაც მოხდეს

15:42 | 29.10.2016
sandrinio10 (1411)

ჯიჯი შე მაგარიიი ! , ბუფონი ლეგენდაა რომელიც დარჩება სამუდამოდ. ნომერ პირველი მეკარეა !!

14:12 | 29.10.2016
KoRBeN DaLLaS (24842)

მართლაც ფენომენალური მეკარე дა შესანიშნავი აдამიანი. მეც ვიფიქრე ახლა, თუ ვინ შეეдრება ჯიჯის ასეთივე ხანგრძლივი дა სტაბილური კარიერით, თან უმაღლეს дონეზე. ვიფიქრე дა ლოთარ მათეუსის მეტი ვერავინ გავიხსენე.
თუმცა ალბათ იქნებიან სხვებიც (სანაკრებო კარიერას ვგულისხმობ).

17:17 | 29.10.2016
იკა..იუვე..10 (4132)

ფიგუ, ზიდანი.. ფეხბურთელები რომლებსაც სათადარიგო სკამი არ უნახავთ, ასაკშიც კი შეუცვლელები იყვნენ კლუბშიც და ნაკრებშიც

კიდევ ბევრნი იქნებიან

19:04 | 29.10.2016
KoRBeN DaLLaS (24842)

ზიდანი 10 წელი იყო ნაკრებში, ფიგუ მაგდენიც არა. მე ხარისხთან ერთად დროც ვიგულისხმე

0.107826