მადრიდის “ატლეტიკოს” “მალაგას” წინააღმდეგ გასამართ მატჩში 5 მოთამაშე დააკლდება. მიგელ ანხელ მოია, აუგუსტო ფერნანდესი და ალესიო ჩერჩი ტრავმირებულნი არიან, კოკე დისკვალიფიცირებულია, ხოლო ხოსე მარია ხიმენესმა ტრავმა ახლახანს მოიშუშა და დიეგო სიმეონემ მისი განაცხადში შეყვანა აღარ გარისკა.
“ხიმენესი არაჩვეულებრივი მოთამაშეა, მაგრამ ვარჯიში მხოლოდ ხუთშაბათს განაახლა და ჯობს არ გავრისკოთ.” – განაცხადა სიმეონემ.
“როხიბლანკოს” 18-კაციანი განაცხადი დღევანდელი მატჩისთვის ასე გამოიყურება:
მეკარეები: ობლაკი, მორეირა;
მცველები: ხუანფრანი, ვრსალკო, სავიჩი, ლუის ერნანდესი, გოდინი, ლუისი;
ნახევარმცველები: პარტეი, საული, გაბი, ტიაგო, გაიტანი, კარასკო;
თავდამსხმელები: ფერნანდო ტორესი, გრიზმანი, გამეირო, ანხელ კორეა.
აღნიშნული შეხვედრა დღეს საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.