კალათბურთი

22:54 | 28.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

რეჯინალდ მერფი ვარჯიშს შეუდგა

თითქმის ორკვირიანი, იძულებითი შესვენების შემდეგ ,,მგზავრების’’ ამერიკელი ლეგიონერი ცენტრალური თავდამსხმელი რეჯინალდ მერფი, რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებდა, ვარჯიშს შეუდგა. ამის შესახებ worldsport.ge-ს "მგზავრების’’ მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა განუცხადა.

,,მართალია მერფი ვარჯიშს შეუდგა, მაგრამ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურში, სადაც ჩვენი მეტოქე ,,ოლიმპი’’ იქნება მისი თამაში მაინც სათუოა, რადგან ვარჯიში ახალი დაწყებული აქვს’’ - გვითხრა ბერიშვილმა

შეგახსენებთ, რომ მერფიმ, 26-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში, ,,ბათუმთან’’ შეხვედრის პირველივე წუთზე კოჭი გადაიბრუნა და ამის გამო ვერ ვარჯიშობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168778